საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთმა თურქეთს თხოვნით მიმართა, თურქეთის ციხეში მყოფ პატიმარს საშუალება მისცეს, ტემპიში დაღუპული შვილის დაკრძალვას დაესწროს

მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპული ნიკოს ნალბანდისის მამას არ შეუძლია გარდაცვლილ შვილთან გამოთხოვება, რადგან იგი თურქეთის ციხეში იმყოფება და აღდგომის შემდეგ უწევს გათავისუფლება. საბერძნეთმა თურქეთს თხოვნით მიმართა, იგი გარდაცვლილ შვილთან გამოსათხოვებლად გამოუშვას

დიპლომატიური წყაროები თურქეთის ციხეში მყოფი ბერძენი პატიმრის მიმართვას ეყრდნობიან, რომელიც ითხოვს, უფლება მისცენ, შვილის დაკრძალვას დაესწროს. მისი ვაჟი – 28 წლის ნიკოს ნალბანდისი საბედისწერო მატარებლის მემანქანე იყო.

„გუშინ თავის მიმართვაში ბერძენი პატიმრის ოჯახმა, რომელიც ტემპიში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის ახლო ნათესავია, დახმარებისთვის მიმართა საბერძნეთის საკონსულოს ანდრიანუპოლისში, რათა მან ჰუმანიტარული მიზეზით ნებართვა მიიღოს შვილის დაკრძალვაზე დასასწრებად“.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის ინსტრუქციების შესაბამისად, ბერძენი კონსული დაუყოვნებლივ  დაუკავშირდა თურქეთის პროკურატურას და საგანგებო ნებართვა სთხოვა საბერძნეთის მოქალაქის დაკრძალვაზე გასაშვებად პროცედურით გათვალისწინებული ერთკვირიანი ვადის დაცვის გარეშე. თხოვნა გამონაკლისის სახით 3 მარტს იქნა წარდგენილი.

ახლა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა მხოლოდ  და მხოლოდ თურქეთის ხელისუფლების კომპეტენციაა, – აღნიშნავენ დიპლომატიური წყაროები.

ახლობლების თქმით, ნიკოსი მატარებლის მემანქანედ 2 წელი მუშაობდა და კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით. „იგი მებრძოლი ადამიანი იყო, ადრეული ახალგაზრდობიდან მუშაობდა“… – უთხრა მედიას ერთ-ერთმა ნათესავმა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის საყვარელი ქალი ფეისბუქზე ნიკოსის დაბადების დღეზე ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: „სულო ჩემო, მე აქ შენს დაბრუნებას ველოდები. რათა ჩვენი ოცნებები ახდეს. მე აქ ვარ და გელოდები, ზეციდან მიყურე… სამარადისოდ მიყვარხარ!“  

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close