სპორტი

„ნაპოლიმ“ ამ სეზონში პირველად წააგო საკუთარ მოედანზე

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში მორიგი, 25-ე ტურის მატჩი გამართა რომის „ლაციოსთან“ და ამ სეზონში პირველად დამარცხდა საკუთარ მოედანზე – „სტადიო მარადონაზე“  ანგარიშით 0:1.

„ლაციომ“ პირველ ტაიმში დაცვაში კარგად ითამაშა და სპალეტის გუნდს რეალური საგოლე მომენტების შესაქმნელად გასაქანი არ მისცა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

ნაპოლი“ მეორე ტაიმში შეტევების გამწვავებას შეეცადა, მაგრამ არც თუ წარმატებულად. ანგარიში „ლაციომ“ გახსნა – კვარაცხელიას მოგერიებული ბურთი მატიას ვიცინომ მიიღო და უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარი აიღო. მეტი გოლი აღარ გასულა და მატჩი 0:1 დამთავრდა „ლაციოს“ სასარგებლოდ.

„ნაპოლისთვის“ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ეს მეორე მარცხია, თუმცა 25 ტურის შემდეგ გუნდი  65 ქულით ისევ ლიდერია და მთელი 17 ქულით უსწრებს „ლაციოს“, რომელიც ამ მოგებით მეორე ადგილზე გადავიდა 48 ქულით. მესამე ადგილზე მყოფი მილანის „ინტერი“ (47) 25-ე ტურის მატჩს 5 მარტს გამართავს საკუთარ მოედანზე  „ლეჩესთან“. „მილანსაც“ 47 ქულა აქვს და 25-ე ტურის მატჩს 4 მარტს ითამაშებს სტუმრად „ფიორენტინასთან“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close