საზოგადოებასაქართველო
მაშველი ძაღლი „ტინტო“ თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის გადარჩენისთვის დააჯილდოვეს (ფოტო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“ დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“.
მაშველმა ძაღლმა ჟეტონი თურქეთში, სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის დაიმსახურა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისიის დროს მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ამავე თემაზე:
ქართველმა მაშველმა ძაღლმა ტინტომ თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქე აღმოაჩინა
კომენტარები