ქართველები უცხოეთშისპორტი

იტალიური გამოცემა – კვარაცხელიასა და ოსიმენის ფასი 300 მილიონი ევროა

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა შესაძლოა „ნაპოლი“ გაყიდოს.

ამასთან დაკავშირებით Gonfialarete-მ გამოაქვეყნა წერილი, სადაც მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ გუნდური სატრანსფერო ფასის ზრდაზეა საუბარი.

დე ლაურენტისი „ნაპოლის“ ყიდის? რა ეღირება გუნდი, თუ მხოლოდ კვარაცხელიასა და ოსიმენის ფასი 300 მილიონია

„ყველაფერი ცვალებადია, მათ შორის „ნაპოლის“ გუნდური ღირებულებაც – ის კი სწრაფად იზრდება, თამაშიდან თამაშამდე: მოთამაშეები ძალიან კარგები არიან, სპალეტი – არაჩვეულებრივი. „ნაპოლის“ მწვრთნელის ხელში ყველა მოთამაშე საუკეთესო სეზონს ატარებს, მაგრამ ამჯერად მან საკუთარ თავსაც აჯობა.

იმის გათვალისწინებით, რომ მოთამაშეთა ფასს ყოველთვის კლუბი ადგენდა, დე ლაურენტისი, ფაქტობრივად, ცაში აფრინდა. საერთო ჯამში, გუნდის ფასი გაორმაგდა – მოთამაშეთა ღირებულება ზაფხულში 408 მილიონ ევროდ ფასდებოდა, დღეს კი „ნაპოლის“ საბაზრო ღირებულება თითქმის გაორმაგდა.

ზაფხულში 10 მილიონად ნაყიდი კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი ახლა 10-11-ჯერ მაღალია: მისი ფასი სულაც არაა ადვილი გასარკვევი და ის ისევე არ იყიდება, როგორც ოსიმენი. უცნაური არ იქნება იმის თქმა, რომ ახლა ლაურენტისის ორივე ფეხბურთელი ერთად თითქმის 300 მილიონი ღირს. წინ ჯერ კიდევ ჩემპიონატის 14 მატჩია, ასევე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები და გუნდის საბაზრო ღირებულება ისევ იზრდება“, – წერს გამოცემა.

ავტორი – მერაბ მამულაშვილი
1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close