ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადება სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით

საბერძნეთში 28 თებერვალს ღამით მომხდარ სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩომ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე არც ათენში, საელჩოში და არც თესალონიკის საკონსულოში არ შესულა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის დაშავების ან გარდაცვალების შესახებ.

„ლარისას ოლქში მომხდარი ტრაგიკული საგზაო შემთხვევის ადგილზე, რომლის დროსაც ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა, ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ არც ათენში საქართველოს საელჩოში და არც თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ამ დროისთვის საქართველოს დაშავებული ან გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

ათენში საელჩოს ვიცე-კონსული კარლო ჩხაიძე კავშირზეა საბერძნეთის შესაბამის სტრუქტურებთან. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისათვის არ აქვთ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე.

მსგავსი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დაუყონებლივ შეატყობინებენ საელჩოს ვიცე-კონსულს.

საქართველოს გენერალური საკონსულო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, ხოლო გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

საელჩო მიმართავს თხოვნით საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდნენ:ათენში საელჩოს ცხელ ხაზზე +306995779793, ან თესალონიკში გენერალურ საკონსულოს ცხელი ხაზზე: +30 693 684 0912 და მოგვაწოდონ ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეების შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close