ევროპაში ამერიკულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია ისლანდიის ბაზაზე „განკითხვის დღის თვითმფრინავის“, E-6B Mercury-ს გაგზავნის თაობაზე – ეს არის საჰაერო სამეთაურო პუნქტი, რომელიც ბირთვული ომის პირობებში შეიარაღებული ძალების სამართავად არის განკუთვნილი.
A @USNavy E-6B Mercury assigned to @US_STRATCOM Wing One arrived in #Iceland recently, while conducting operations in the USEUCOM area of responsibility. The crew met w/U.S. Ambassador to Iceland Carrin Patman & other diplomatic & military leaders. #WeAreNATO @usembreykjavik pic.twitter.com/CLYdl86kP4
— U.S. European Command (@US_EUCOM) February 28, 2023
სარდლობის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ „აშშ-ის ევროპული სარდლობა და მისი კომპონენტები არქტიკაში ხშირად ატარებენ წვრთნებს აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, რაც აუმჯობესებს უნარს, სწრაფად განალაგონ ფართო, საიმედო საბრძოლო ძალები.
საჰაერო სამეთაურო პუნქტი
თვითმფრინავი E-6B Mercury Boeing 707-ის ბაზაზე შეიქმნა. ერთი წლის წინათ ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ E-6B Mercury-მ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უფრო ხშირად დაიწყო ფრენა. მედია აღნიშნავდა, რომ ეს თვითმფრინავი შექმნილია, როგორც პლატფორმა „საიმედო და ხანგრძლივი“ კომუნიკაციისთვის არმიის მაღალ სარდლობას, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს, და სტრატეგიულ და არასტრატეგიულ ძალებს შორის, რომლებიც მის ბრძანებებს ასრულებენ.
E-6B Mercury აშშ-ის შეიარაღებაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან შედის. მისი ფუნქციაა უზრუნველყოს აშშ-ის ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა სამეთაურო პუნქტების დაზიანების საპასუხოდ. ის ასევე უზრუნველყოფს კომუნიკაციას ატომურ წყალქვეშა ნავებთან (Ohio), რომლებსაც 20 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გადატანა შეუძლიათ. ამ დროისთვის საბრძოლო პატრულირებაში 14 ასეთი წყალქვეშა ნავია.
აშშ-ის მსგავსად „განკითხვის დღის“ თვითმფრინავები რუსეთის სამხედრო შეიარაღებაშიც არის. ისინი Ил-86-ის ბაზაზეა შექმნილი.
წყარო: „დოიჩე ველე“
კომენტარები