ქართველები უცხოეთშიხელოვნება
AMERICAN IDOL-ის ოფიციალურ ინსტაგრამზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლას ყველაზე მეტი მოწონება აქვს
American Idol-ის ოფიციალურ ინსტაგრამგვერდზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლას ამ დროისთვის ყველაზე მეტი – 31 ათასამდე მოწონება აქვს.
ზოგიერთი წერს, რომ ის უკვე ვარსკვლავია და უკვირს, რომ აქამდე არ აღმოაჩინეს.
American Idol-ის ოფიციალურ ინსტაგრამზე ასევე აღნიშნულია, რომ ნუცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამ კონკურსში მონაწილეობაზე 8 წლიდან ოცნებობდა.
ნუცა ბუზალაძის გამოსვლამ American Idol-ის პირველ შოუში 26 თებერვალს, ABC-ს ეთერში შესანიშნავად ჩაიარა.
ქართველმა მომღერლის ბრწყინვალე შესრულებამ ჟიური მოხიბლა და ნუცა მომდევნო ტურში გადავიდა.
View this post on Instagram
კომენტარები