საზოგადოებასაქართველო

ამ უმაგრესმა ბიჭმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ სიკეთე გადამდებია – აკა სინჯიკაშვილმა ზუსტად იცის, რა ატრიალებს დედამიწას

ვინ თქვა, რომ „ერთ მერცხალს გაზაფხული ვერ მოჰყავს“?! – ბლოგერმა აკა სინჯიკაშვილმა „გაზაფხული“ უამრავ გაჭირვებულ ადამიანს უკვე მოუყვანა. 

ის დიდი ხანია სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება. სოციალურ ქსელში დაწყებულ საქველმოქმედო საქმიანობაში მას მხარი უამრავმა ადამიანმა აუბა და დღეს უკვე ძალიან ბევრ უსახლკაროს, მოხუცს, ბავშვს ეხმარება – სიკეთე ხომ გადამდებია!!!

აკა სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და  იმ კეთილი საქმეების შესახებ წერს, რომელიც მისი და მისი გუნდის თაოსნობით გაკეთდა.

„ყველა კარგ ამბავს ერთად გეტყვით.

პირველ რიგში, იმ ამბებს, რომლებზე ძალიან ბევრმა მომწერეთ.

ვიყავით ლანჩხუთში, პატარა მარიკოსთან და მის დედასთან. ჩავუტანეთ საკმარისი პროდუქტები და თანხაც გადავეცით.

გლდანში პატარა გოგო, რომელიც შვილთან ერთად ქუჩაში მოწყალებას თხოულობდა, ზამთარს სახლში გაატარებს, აღარ შესცივათ და აღარ მოშივათ. ქუჩიდან სახლებში დავაბრუნეთ 8 ადამიანი, გადავუხადეთ რამდენიმე თვის ქირა და ზამთარს ქუჩაში აღარ გაატარებენ. მზრუნველობის ქვეშ ავიყვანეთ კიდევ ორი მიტოვებული, ავადმყოფი მოხუცი და ჩვენ მივხედავთ, სანამ ვიქნებით. გადავიხადეთ ორი  გადაუდებელი  ოპერაციის ფულის ნაწილი და ერთიც ქუჩაში მცხოვრები ადამიანისთვის მხედველობის აღდგენის.

18 ადამიანს შევუძინეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  მედიკამენტები, 22 ოჯახში, სადაც თითქმის ყველა ავადმყოფი, ან არასრულწლოვანია, მივიტანეთ რამდენიმე თვის სამყოფი საჭმელი, ზამთრის გადასატანად.

თბილისში, ქუთაისში, ყვარელში და ბათუმში დავეხმარეთ 6 მარტოხელა და ძალადობის მსხვერპლ დედას. გადავუხადეთ საცხოვრებელის ქირა და ბავშვებისთვის შევუძინეთ ყველაფერი.

უკვე რვა თვეა ყოველ შაბათს და კვირას უფასოდ რიგდება პური და ნებისმიერს შეგიძლიათ წაღება. ეს ყოველთვის, ყველა შაბათს და კვირას ასე იქნება !

1-ლი მარტიდან, 7 მარტის ჩათვლით, დავით თავხელიძის 1-ლი ნომრის ეზოში ღია იქნება მოხალისეების ცენტრი და ნებისმიერს, ვისაც გჭირდებათ,შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საოჯახო ნივთები. ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეგიძლიათ მობრძანდეთ მოხალისედ და ჩვენთან ერთად გააბედნიეროთ ადამიანები.

ამ ყველაფერს საამაყოდ არ გიყვებით. გიყვებით იმიტომ, რომ საზეიმოდ გითხრათ, რომ ამ საქმეების გასაკეთებლად ფულის მოგროვება აღარ დაგვჭირდა, თქვენი მოგროვილი ფული გვქონდა და ვცდილობთ, რაც შეიძლება ზუსტად იმ ადამიანებს დავეხმაროთ, ვისაც მართლა ყველა იმედი დაკარგული აქვთ.

თუმცა, რატომაც არა საამაყოდ. გვეამაყება, რასაც ვაკეთებთ ყველა ერთად. გვიყვარხართ ყველა და გეგულებოდეთ. განურჩევლად ეროვნების, აღმსარებლობის და გარეგნობის. რასაც შევძლებთ, აქ ვართ თქვენ გვერდით.

თქვენ, ყველას, უზარმაზარი მადლობა ყველა ჩარიცხული ლარისთვის. ნეტავ ყველაფრის სათითაოდ ჩვენება შემეძლოს, რამდენი და რამხელა ბედნიერება მოგაქვთ ადამიანებისთვის.

გაუფრთხილდით ერთმანეთს და გახსოვდეთ, რომ

#სიკეთეგადამდებია“, – წერს სინჯიკაშვილი.

ამ პოსტმა აკა სინჯიკაშვილის ერთი ძველი პოსტი გაგვახსენა, სადაც წერდა: „700 ბავშვის ერთდროული ბედნიერების გამოწვევა იცით რამხელა რამეა? მართლა ეს ატრიალებს დედამიწას“.

„მთაში ბოლო საჩუქარი დავუტოვეთ ბავშვებს. ასე იპოვიან დილას თოვლში. სულ საახალწლოდ შვიდასზე მეტი ბავშვი მართლა გავაბედნიერეთ.

700 ბავშვის ერთდროული ბედნიერების გამოწვევა იცით რამხელა რამეა? მართლა ეს ატრიალებს დედამიწას. ამის გარდა წლის ბოლო წუთებია და რაც ისედაც ნანახი გაქვთ, ერთად დავწერ უბრალოდ. ქვეყნის ყველა კუთხეში, ჩვენ, თქვენთან ერთად – პანდემიის პერიოდში დავეხმარეთ 12 000-ზე მეტ ოჯახს დავარიგეთ 110 ტონაზე მეტი საკვები პროდუქტი.

130 ტონაზე მეტი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 30 000 ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტები, ვუმკურნალეთ და რეაბილიტაცია გავუწიეთ 52 ადამიანს.

შევასახლეთ 80-ზე მეტი უსახლკარო. გადავიხადეთ და ალბათ სულ გადავიხდით რამდენიმე ათეული ადამიანის ქირას. ოჯახებში მივიტანეთ რამდენიმე ათეული ტონა შეშა. დავარიგეთ 20 ტონაზე მეტი ავეჯი.

გავახარეთ და გავაბედნიერეთ 20-ზე მეტი ბავშვი, გადავარჩინეთ რამდენიმე სიცოცხლე, რითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებთ. და, რა თქმა უნდა, ჩამონათვალში არ არის საქმეები, რომელსაც ფული არ დასჭირდა. წამოვედით თბილისში, ალბათ ქალაქის მეკვლეები ვიქნებით..

ბედნიერება, სიკეთე, სიყვარული და სიხარული შემოგვეტანოს ქალაქშიც, ქვეყანაზეც და დედამიწაზეც. მადლობა ბედნიერი დღეებისთვის.

მადლობა ამდენი ბედნიერი სახის ნახვის უფლებისთვის, მადლობა ნდობისთვის და ამდენი სითბოსთვის
გილოცავთ ახალ 2022 წელს. სულ მალე ეს ნისლი წავა და ყველაფერი აბრჭყვიალდება, აი ნახავთ“, – წერდა აკა სინჯიკაშვილი 2022 წლის დადგომამდე გამოქვეყნებულ ამ პოსტში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close