ქართველები უცხოეთში

სასიხარულო ინფორმაცია: თურქეთში მოხალისედ წასული ახალგაზრდა, რომელიც დაღუპული ეგონათ, ცოცხალია, მისი ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მედიაში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია თურ­ქეთ­ში მი­წისძვრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულთა დასახმარებლად მო­ხა­ლი­სედ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდის, და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლის გარდაცვალების თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა ფაქ­ტი არ დადასტურდა.

და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლის ძმა ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ მისი ძმა ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ სხვა დე­ტა­ლე­ბი მის­თვის უც­ნო­ბია.

„დიახ, თა­ვი­დან ჩვენც ასე გა­ვი­გეთ, რომ და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა ჩემი ძმა ცო­ცხა­ლია. რო­გორც ვიცი, ქვის ლოდი მოხ­ვდა, მაგ­რამ ახლა თავს კარ­გად გრძნობს. არ ვიცი, სხვა დე­ტა­ლებ­ზე ვერ გე­სა­უბ­რე­ბით. რაც მთა­ვა­რია, ჩემი ძმა ცო­ცხა­ლია“, – აცხა­დებს იგი.

ქართველი ახალგაზრდის გადარჩენის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ჟურნალისტი ლაშა ბერულავაც ავრცელებს.

„როგორც მისი ახლობლები წერენ, დანიელ ბულკაშვილი ცოცხალია: თურქეთში ნანგრევებიდან მისი ამოყვანა მოახერხეს!!!” – წერს ლაშა ბერულავა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close