ტექნოლოგიებირჩევები

როგორ გავწმინდოთ „აიფონი“ „დროებითი მეხსიერებისგან“ (ე. წ. ქეში)

ხშირად iPhone-ს პატარა კომპიუტერსაც უწოდებენ, რომელიც ჩვენს ჯიბეებში თავსდება და ციფრულ, ონლაინ სამყაროსთან კავშირის შენარჩუებაში გვეხმარება, თუმცა უახლესი მოდელების გამოყენების შემთხვევაშიც კი ვგრძნობთ ხოლმე, რომ რაღაც ისე ვერ მუშაობს და სისწრაფე აკლია. ამ კუთხით ერთი, რის გაკეთებაც შეგვიძლია, დროებითი მეხსიერების (ე. წ. ქეში) რეგულარული გაწმენდაა. 

არ აქვს მნიშვნელობა, Chrome-ს იყენებთ თუ Safari-ს – დროთა განმავლობაში ქეშის დაგროვება ციფრულ არეულობას იწვევს. მისი გაწმენდა კი ბრაუზერს ეხმარება, „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს მუშაობა, რაც მოთხოვნების დამუშავებას დააჩქარებს.

მარტივად რომ ავხსნათ, დროებითი მეხსიერება „ციფრულ მალსახმობს“ ჰგავს – ინახავს ვებგვერდების მონაცემებს, რათა ბრაუზერის გახსნისას ყოველ ჯერზე ხელახლა არ მოგიწიოთ იმ მისამართების შეყვანა, რომლებსაც ყოველდღიურად სტუმრობთ. მართალია, ეს კომფორტულია და პროცესებსაც აჩქარებს, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენს ქეშში შენახული მონაცემები შეიძლება მოძველდეს და აღარ ემთხვეოდეს იმას, რაც საიტს რეალურად სჭირდება.

თვალსაჩინოებისთვის, ქუქი ფაილების შემთხვევაშიც ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს: ვებგვერდები მომხმარებლის მონაცემების შესახებ ინახავს ინფორმაციას, ხოლო ქეშის გაწმენდისას შეგიძლიათ, პრეფერენციები შეცვალოთ და აღარ დაეთანხმოთ წვდომის შესაძლებლობას, თუმცა აქ გაითვალისწინეთ, რომ დროებითი მეხსიერებისა და ქუქი-ფაილებისგან გაწმენდის შემდეგ სისტემა ავტომატურად გამოვა ამა თუ იმ საიტიდან.

როგორ გავწმინდოთ Safari ქეშისგან?

როგორც იცით, Safari აიფონის ნაგულისხმევი ბრაუზერია და მისი ქეშისგან გაწმენდა რამდენიმე მოკლე ეტაპს საჭიროებს. ქვემოთ მოცემული ნაბიჯები კი გამოგადგებათ ყველას, ვინც iOS 11-ს ან უფრო ახალ ვერსიას იყენებთ:

  1. გახსენით სმარტფონის პარამეტრები (Settings)
  2. აპლიკაციების ჩამონათვალში აირჩიეთ Safari
  3. შემდეგ მონიშნეთ „ისტორიისა და ვებგვერდის მონაცემების გასუფთავება“ (Clear History and Website Data)
  4. ამომხტარ ფანჯარაში აირჩიეთ „ისტორიისა და მონაცემების გასუფთავება“ (Clear History and Data)

როგორ გავწმინდოთ Chrome ქეშისგან?

ქრომი კიდევ ერთი პოპულარული ბრაუზერია აიფონის მომხმარებლებისთვის. მისი ქეშისგან გაწმენდის პროცესი კი უშუალოდ აპლიკაციაში მიმდინარეობს:

  1. გახსენით Chrome-ის აპლიკაცია
  2. მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ვერტიკალურ სამწერტილს
  3. დააკლიკეთ პარამეტრებს (Settings)
  4. აირჩიეთ „კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება“ (Privacy and Security)
  5. შემდეგ აირჩიეთ „დათვალიერების მონაცემების გასუფთავება“ (Clear Browsing Data)
  6. მონიშნეთ დრო, თუ რა ინტერვალის გასუფთავება გსურთ (მაგალითად, ბოლო ერთი საათი)
  7. დარწმუნდით, რომ ქუქი-ფაილებთან და ვებგვერდის მონაცემებთან ერთად, მონიშნულია ქეშ ფოტოები და ფაილებიც. საბოლოოდ, დააკლიკეთ Clear Browsing Data-ს.

რა ხდება, როცა „დროებით მეხსიერებას“ შლით?

ქეშის გასუფთავებისას, იშლება ადგილობრივად შენახული ვებგვერდები, რათა ხელახალი ვიზიტისას მონაცემების ხელახალი ჩამოტვირთვა არ მოხდეს. ქეშში არსებული მონაცემები დროთა განმავლობაში იქმნება და, შეიძლება, სმარტფონი შეანელოს, თუ ის ძალიან მოცულობითი ან მოძველებულია. ამ მონაცემების გასუფთავება კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბრაუზერს „სუფთა დასაწყისის“ საშუალებას აძლევს.

რამდენად ხშირად უნდა გაწმინდოთ iPhone ქეშისგან?

ადამიანთა უმეტესობას სმარტფონის „დროებითი მეხსიერებისგან“ გაწმენდა ყოველთვე ან ყოველ ორ თვეში ერთხელ სჭირდება. ზოგადად, ეს იმის მიხედვით უნდა გააკეთოთ, რამდენად ბევრი ქეში გიგროვდებათ ყოველდღიურად. თუ ხშირად სტუმრობთ საიტების დიდ რაოდენობას, ზემოთ ხსენებული პროცესები უფრო ინტენსიურად უნდა შეასრულოთ.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close