მიგრაციაქართველები უცხოეთში

40 წლის ქართველის გარდაცვალებას ბელგიის მიგრანტთა დაკავების ცენტრში ბუნტი მოჰყვა

ბელგიაში, მიგრანტების დაკავების ცენტრში არეულობა მოხდა მას შემდეგ, რაც ქართველი პატიმარი შიმშილით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „The Brussels Times“ ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ანტვერპენის მახლობლად, მერკსპლასში, მიგრანტების დაკავების ცენტრში გარდაიცვალა 40 წლის კაცი საქართველოდან. ბელგიის საიმიგრაციო სააგენტოს ცნობით, ფაქტმა მნიშვნელოვანი არეულობა გამოიწვია და დაწესებულებაში სიტუაციის დასასტაბილურებად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

უწყების ცნობით, დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო, რადგან უარი მიიღო საფრანგეთში გადაყვანის თხოვნაზე, სადაც მისი მეუღლე და სამი შვილი ცხოვრობენ. როგორც ბელგიური პრესა წერს, კაცი შიმშილობდა, თუმცა ოფიციალურად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ჯერ უცნობია.

„ამ ადამიანებს ყურადღებით აკვირდებიან სამედიცინო დონეზე და საჭიროების შემთხვევაში ხდება ჩარევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კაცის მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იყო საგანგაშო. სასამართლომ დაიწყო გამოძიება სიკვდილის მიზეზის დასადგენად“, – თქვა პაულიენ ბლონდელმა, იმიგრაციის დეპარტამენტის სპიკერმა.

ბელგიური მედიის თანახმად, პატიმრის გარდაცვალებამ სხვა დაკავებულების აღშფოთება გამოიწვია. სტატიაში აღნიშნულია, რომ 516 უსაბუთო მიგრანტიდან, რომლებმაც 2021 წელს ბრიუსელის ცენტრში შიმშილობა გამოაცხადეს, მხოლოდ 90-ს მიეცა ბელგიაში ლეგალურად დარჩენის უფლება.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close