ქართველები უცხოეთშისპორტი

ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს (ვიდეო)

ქართველი ფრენბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ანა კალანდაძე, რომელიც პოლონური კლუბის – „დეველოპრეს ჟეშუვის“ (DevelopRes Rzeszów) შემადგენლობაში გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს: ანა MVP-ს ტიტულის (Most valuable player – ყველაზე ღირებული მოთამაშე) მფლობელი გახდა.

გამოკითხვა ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა. ანას გარდა საუკეთესოს ტიტულისთვის იზაბელ ჰააკი, ჯორდან ტომპსონი და ვიტა აკიმოვა იბრძოდნენ. 24 წლის ქართველმა ფრენბურთელმა ხმების 41.3 % მოაგროვა და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.

ანა კალანდაძის კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი მატჩიდან ორი მოიგო, ანამ სამივე შეხვედრის ჯამში გუნდს 56 ქულა შესძინა.

ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემდეგ „დეველოპრეს ჟეშუვი“ პლეი ოფში 23 თებერვალს „ვოლერო კანს“  დაუპირისპირდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close