ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20-26 თებერვალი

ეს კვირა ყველანაირად ხელსაყრელი იქნება. ამ შვიდი დღის განმავლობაში ხელიდან არ გაუშვათ თქვენი თამამი იდეების განხორციელების შესაძლებლობა, რომლებიც ფინანსურ სფეროს ეხება. ასევე არ უნდა გადადოთ სხვა დროისთვის თქვენი პირადი გეგმები, რადგან ახლა ყველა წინაპირობა იქნება მათი წარმატებული განვითარებისთვის. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ – გაქვთ თუ არა საკმარისი გამძლეობა, მოთმინება და შინაგანი ძალა, რომ თქვენი ყველა გეგმა ერთდროულად განახორციელოთ? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ არ არსებობს მცირე დაბრკოლებაც კი, რომელიც მნიშვნელოვანი წარმატებისგან გაშორებთ.

 

ვერძი

კვირის დასაწყისში შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ საქმიანმა პარტნიორმა ან თქვენმა მეორე ნახევარმა  მოგატყუათ. ვარსკვლავები არ გირჩევენ  კონფლიქტის გაღვივებას და გარშემო მყოფებისთვის გამუდმებით იმაზე მითითებას, რომ ისინი თქვენ წინაშე დამნაშავენი არიან. სხვა ადამიანების ნაკლოვანებების გამოვლენისას გაიხსენეთ, რომ არც თქვენ ხართ ფრთიანი ანგელოზი. კვირის ბოლოს მეგობრები გაგახარებენ, წვეულებას მოაწყობენ ან ზამთრის პიკნიკზე მიგიწვევენ. კვირას მოერიდეთ მოგზაურობებს, რომლებიც პირადად თქვენთვის არასასურველია.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

 

კურო

სამსახურში კარგი იქნება ახალი და ჯერაც უცნობი მიმართულებით  მუშაობა, თუმცა მოერიდეთ რადიკალურ და მყისიერ ცვლილებებს, ყველაფერი ახალი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. პროფესიულ სფეროში, ვარსკვლავების გავლენის შედეგად, შეძლებთ იპოვოთ დასაყრდენი, რომელიც თქვენს პროდუქტიულობას გაზრდის. პირად ცხოვრებაში რთულმა სიტუაციამ შეიძლება დაუყოვნებელი მოგვარება მოითხოვოს. გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებელი ხართ თქვენს ქმედებებზე. შაბათ-კვირას ნუ დაჯდებით სახლში, მოინახულეთ მეგობრები და დრო მათთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ტყუპი

ვარსკვლავების განლაგება კარგ კვირას გპირდებათ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ოპტიმისტური განწყობა და შრომისმოყვარეობა საშუალებას მოგცემთ, სწრაფად და მარტივად მოაგვაროთ ნებისმიერი საკითხი, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული სიფრთხილე ყოველთვის მომგებიანია. ეს ეხება როგორც პროფესიულ სფეროს, ისე ბიზნესს. პირად ცხოვრებაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სეირნობას, პაემანს, სიყვარულს და მეგობრობას. სწორედ ახლა მიხვდებით, რომ ოცნებები  და სანუკვარი სურვილები ასრულდება!

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენის გამო შესაძლოა ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. ორშაბათს სასურველი არ არის ხელშეკრულებების გაფორმება, არც სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა და სამართლებრივი საკითხების მოგვარება, ასეთი საქმეები ჯობია შემდეგისთვის გადადოთ. ამ დღეს თავი შეიკავეთ ყოველგვარი ინტრიგებისა და ფარული ხრიკებისაგან. სამშაბათის შემდეგ კარგი პერიოდია კარიერული ზრდისთვის, შეგიძლიათ თქვენი პროფესიონალიზმი სრულად გამოავლინოთ. პარასკევს შეეცადეთ არ დაამყაროთ ახალი კონტაქტები, უმჯობესია ძველ მეგობრებთან ურთიერთობა. პირად ცხოვრებაში ჰარმონიისა და წონასწორობის გრძნობა დაგიბრუნდებათ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ლომი

დატვირთული კვირაა. სამსახურში, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი დავალებები დაგეკისრებათ, რომელთა შესრულებაზეც შეიძლება თქვენი მომავალიც იყოს დამოკიდებული. შეეცადეთ, დაწყებული საქმე დაასრულოთ, ამით გაუგებრობას და უსიამოვნებებს აიცილებთ თავიდან. ორშაბათს ბევრი რამ გაგაღიზიანებთ, მაგრამ ოთხშაბათისთვის კონფლიქტები თავისით მოგვარდება. შეგიძლიათ მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დასვენებას, შეეცადეთ, უფრო ხშირად გახვიდეთ ქალაქგარეთ ან თუნდაც უახლოეს პარკში. ბუნებაში ყოფნა დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ქალწული

ამ კვირაში ვარსკვლავების დადებით გავლენას, ძირითადად, პროფესიულ სფეროში იგრძნობთ. თქვენი იდეები და გეგმები, მიუხედავად მათი გარკვეულწილად ავანგარდული ხასიათისა, გაგებასა და მხარდაჭერას პოვებენ. ნუ იქნებით მორიდებული, თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინეთ, მეტი თავდაჯერებულობა აჩვენეთ. სამსახურში ახლა მაქსიმალური სიმშვიდე გჭირდებათ. უმჯობესია, ყველა საქმე კვირის დასაწყისში დაასრულოთ, შემდეგ კი მშვიდად დაისვენოთ. თქვენს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მშვიდობა და ჰარმონია სუფევს.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 20.

 

სასწორი

ამ კვირაში სერიოზული დაბრკოლებები არ არის მოსალოდნელი როგორც თქვენს პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. პირიქით, ვარსკვლავების გავლენით, წარმატებები გელით, თუ არ აჩქარდებით და მოვლენებს გონივრულად შეაფასებთ. მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდენით და სამსახურში კოლეგების ან  სხვა წყაროების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ხუთშაბათს და პარასკევს უბრალოდ გაგიმართლებთ, საჭირო ადამიანებს თქვენს გზაზე შეხვდებით. მარტოხელებს თავიანთი მეორე ნახევრის პოვნის დიდი შანსი აქვთ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მორიელი

ამ კვირაში ვარსკვლავები ენერგიის მოზღვავებას გპირდებიან. უამრავი იდეა და პროექტი გექნებათ და მათი უმეტესობა მოგებას მოგიტანთ. განსაკუთრებით გაუმართლებთ ჟურნალისტებს, იურისტებს და უფლებადამცველებს. შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილი გაგიჩნდეთ, დროა რაღაც შეცვალოთ ცხოვრებაში და ნაბიჯი გადადგათ თქვენი ბედნიერებისკენ. ღირს დაუნანებლად მოიცილოთ ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა და აღარ იყენებთ. კარგი დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში შესაძლოა პროფესიული საქმიანობის  შედეგებმა გაგახაროთ და როგორც მატერიალური, ისე მორალური კმაყოფილება მოგიტანოთ. ბიზნესმენებს მოულოდნელი წარმატებები გაახარებთ.  კვირის განმავლობაში შეგიძლიათ სერიოზული საუბარი დაგეგმოთ ძველ მეგობართან ან შეყვარებულთან, რაც აქამდე ვერ მოახერხეთ. პარასკევი ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისთვის. ეს დღე, ასევე,  შესანიშნავია მოგზაურობის დასაწყებად. შაბათს ყოველდღიურ საქმეებს მიხედეთ, კვირას კი შეეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თხის რქა

ამ კვირაში თქვენი ძალისხმევა ინოვაციური იდეების პოპულარიზაციისთვის სრული წარმატებით დაგვირგვინდება და თქვენს შესაძლებლობებს და უნარებს უფრო დააფასებენ, თუმცა, თუ რაიმე ახალ პროექტში ინვესტირებას გეგმავთ, ჯერ არ უნდა იჩქაროთ. ზოგადად, ეს კვირა მოვლენების უფრო მშვიდი განვითარებისთვისაა ხელსაყრელი. იზრუნეთ თვითგანათლებასა და თვითგანვითარებაზე. სახლში სიმშვიდისა და ჰარმონიის შესანარჩუნებლად კონფლიქტებს მოერიდეთ, ყველა წვრილმანს კი არ უნდა გამოჰყვეთ.  შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 20, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მერწყული                                                  

ამ კვირაში, სავარაუდოდ, თქვენი ღირებულებების გადაფასებითა და პრიორიტეტების გადახედვით იქნებით დაკავებული. სამსახურში ეს თქვენი პოზიციის გაუმჯობესებას და ავტორიტეტის გაზრდას გამოიწვევს. ხუთშაბათს ყველაფერში სიხარულის მიზეზი ეძებეთ, ნეგატიური ფიქრები და ემოციები ახლოს არ მიიკაროთ. შაბათ-კვირას ფრთხილად იყავით საუბრისას, შეიძლება ახლობელ ადამიანს თქვენდაუნებურად სიმშვიდე დაურღვიოთ. თქვენი პირადი წარმატებები მეგობრებისა და ახლობლების აღტაცებას იწვევს და შეიძლება შურის მიზეზიც გახდეს ღვარძლიან და ამპარტავან ადამიანებს შორის. ასეთებთან ურთიერთობას მოერიდეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 20.

 

თევზები

თქვენი პროფესიული წარმატება ამ კვირაში გპირდებათ, რომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნებით და უმაღლეს შეფასებას მიიღებთ ხელმძღვანელებისა და კოლეგებისგან. თქვენი კარიერული პერსპექტივებიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ძალიან კარგი კვირაა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შეეცადეთ თანხის გარკვეული ნაწილი სამომავლოდ დაზოგოთ. ეს კვირა პირად ცხოვრებაშიც საკმაოდ პოზიტიური იქნება, მარტოხელა თევზებმა რომანტიკული ურთიერთობა შესაძლოა ოჯახის შექმნით დააგვირგვინონ.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 26.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close