არტისტისაქართველო

საქართველოს რჩეული „მისტერ ვალენტინი 2023“ ოპერის მომღერალი გახდა (ვიდეო)

„მისტერ ვალენტინი საქართველოს“ არჩევის ცერემონია წელს, ტრადიციულად, 14 თებერვალს გაიმართა.

ეს ტიტული ოპერის მომავალმა მომღერალმა, 23 წლის ზურა კობიაშვილმა მოიპოვა.

„მისტერ ვალენტინმა“ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, საიდანაც ირკვევა, რომ მან ათიათასობით ლარი მოირგო. იგი მოგებულ ასობით ლარს მარაოსავით ინიავებს „აბბას“ ცნობილი კომპოზიციის – Money, Money, Money-ს ფონზე..

ზურა კობიაშვილი ჯერ კიდევ სტუდენტია, იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობს და ნიუ-ორკში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. „ცეცხლოვან ქალბატონთან“ გადაღებულმა ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზურა მის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ მასთან ორწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და ამერიკაშიც ერთად აპირებენ გამგზავრებას.

ამ ვიდეოში კი „მისტერ ვალენტინი“ გლამურული ცხოვრების მიღმა, აკადემიურ სცენაზეა – მოუსმინეთ და დატკბით მისი ძლიერი ლამაზი ხმით.

„ოპერის ამომავალი ვარსკვლავი უძლიერესი ხმის ტემბრით და სამყაროსგან დაჯილდოებული ტალანტით…ბრავოოოო, ზურა, დარწმუნებული ვარ, რომ შენ დაამშვენებ მსოფლიო საოპერო სცენებს, ჩვენ ვამაყობთ შენით ….“ – წერს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი კომენტარში.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close