ქართველები უცხოეთშიnews

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალება დადასტურდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანთეფში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის – ი. პ.-ს გარდაცვალების შესახებ.

ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.

თურქეთსა და სირიაში 2 დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა დილის 4:17 სთ-ზე და დღისით, 13.30 სთ-ზე. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა 25 ათასზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაორმაგდეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close