მიგრაციასაზოგადოებაქართველები უცხოეთში

დადასტურდა თურქეთში მიწისძვრისას კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის დაღუპვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქალაქ ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – მ. შ.

არსებული ინფორმაციით, ქალი „არზუს ჰოტელის“ მეპატრონის დედას უვლიდა და იქვე ცხოვრობდა.

საელჩოს ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია მოთავსებული.

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს ოთხი მოქალაქეა დაღუპული. სამის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს.

კიდევ ერთ დაკარგულ მოქალაქეს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ თურქეთსა და სირიაში 23 000-ს გადააჭარბა, დაშავებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი. „თეთრი ჩაფხუტების“ ორგანიზაციის განცხადებით, სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რაიონებში სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. თურქი მაშველები კი ისევ აგრძელებენ ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანების ძებნას და იმედს არ კარგავენ, რასაც რამდენიმე წარმატებული შემთხვევაც აძლევს საფუძველს – მაგალითად, გუშინ 94 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს 10 დღის გოგონა და დედამისი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახლა უკვე მეორადი, ჰუმანიტარული კატასტროფის შიში აქვს, რადგან თოვლი და სიცივე უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს დიდ საფრთხეს უქმნის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close