საზოგადოებასაქართველო

„ვერ აგიწერთ, რა ხდება… რამდენიმე საათში გაივსო ის ტერიტორია, რომელიც გამოვყავით თურქეთისთვის დახმარების დასაწყობად“ – საელჩოს თანამშრომელი

საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული      რეგიონების დასახმარებლად საელჩოს კოორდინაციით საქართველოში საჭირო ნივთები შეგროვდება და თურქეთში გაიგზავნება.

საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი ეკატერინე ახვლედიანი საელჩოს განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ვარ გულაჩუყებული და ამაყი ჩემი ხალხით! გუშინ საელჩომ გააკეთა განცხადება დახმარებასთან დაკავშირებით. დღეს დილიდან ვერ აგიწერთ, რა ხდება…  ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად… ერთმა ქალბატონმა ობოლ ბავშვებს შევიფარებო, შემოგვთავაზა (სხვათა შორის, მეც ვფიქრობდი ამას). მოაქვთ დახმარება ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. ერთმა 80 წელს გადაცილებულმა მოხუცმა აბრეშუმის პირიანი ძვირფასი მატყლის საბნები მოიტანა, ჩემი ცოლის შეკერილია და იქ უფრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვენო. რამდენიმე საათში გაივსო ის ტერიტორია, რომელიც გამოვყავით დახმარების დასაწყობად. ერთი სიტყვით, ემოციისგან დილიდან ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი.

P. S. ამ ტიპის პოსტები ყოველთვის გაზვიადებული მეგონა, თურმე როგორ ვცდებოდი!“ – წერს ახვლედიანი.

საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ, დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე 2023 წლის 10 თებერვლამდე (პარასკევი) დღის ბოლომდე.

თურქეთის საელჩო – ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი[email protected]

ბელიზ თურფჩუ: 511 130 198; ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560

GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი, [email protected]; მერთ იუმუშაქერი: 577 562 000

MÜSİAD- ი. ჭავჭავაძის პრ. #37, [email protected], ხათუნა: 557 505 946

შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი, ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი, ისა ალთუნი: 577 562 007

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close