მიწისძვრა თურქეთში: მსხვერპლთა რიცხვმა 9500-ს გადააჭარბა და განუხრელად იზრდება (ვიდეო)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 20 000-ს მიაღწიოს
თურქეთში 6 იანვარს მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა განუხრელად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც დღეს დილით გამოქვეყნდა, გარდაცვლილია 9500-ზე მეტი ადამიანი: თურქეთში ნაპოვნია 6957 ცხედარი, ხოლო სირიაში – 2547, თუმცა მათი რაოდენობა განუხრელად იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა 20 000-ს მიაღწიოს. დაშავებულთა რაოდენობა 37 ათასზე მეტია.
თურქმა ჟურნალისტმა იბრაჰიმ ჰასკოლოღლუმ BBC News Channel-ს უთხრა, რომ ხალხი მას და სხვა ჟურნალისტებს ნანგრევებიდან პირდაპირ ეთერში უგზავნიდა ვიდეოებს, ხმოვან ჩანაწერებს და თავიანთ ადგილსამყოფელზე ინფორმაციას. „ისინი გვეუბნებიან, სად არიან და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”, – თქვა მან.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა ათასობით ადამიანი გადაარჩინეს. თურქეთში ქართველი მაშველებიც მუშაობენ.
სასწაულებრივად გადარჩა ახალშობილი გოგონა ჩრდილოეთ სირიაში, რომელიც დედასთან ჭიპლარით მიბმული ამოიყვანეს სახლის ნანგრევებიდან. სამწუხაროდ, დედა დაიღუპა. ბავშვი კი აფრინის კლინიკაშია მოთავსებული, სადაც საჭირო დახმარებას უწევენ. გოგონა ერთადერთი გადარჩენილია თავისი ოჯახიდან.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ-აღმოსავლეთის 10 პროვინციაში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები