ვიდეოსპორტი

პარიზში, ACCOR-არენაზე საქართველოს ჰიმნი მეორედ აჟღერდა – ტატო გრიგალაშვილმაც ოქრო მოიგო (ვიდეო)

ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

პარიზში, „ბერსის“ სპორტის სასახლეში გამართულ ძიუდოისტთა დიდ სლემზე (Grand Slem) ტურნირის მეორე (ბოლო) დღეს, 5 თებერვალს საქართველოს ნაკრების 7-მა მოჭიდავემ იასპარეზა, მათგან მხოლოდ ტატო გრიგალაშვილი (81) და ლუკა მაისურაძე (90) გავიდნენ ფინალურ ბლოკში. ლაშა ბექაური (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გიორგი ბერიაშვილი (100), გურამ თუშიშვილი (+100) და საბა ინანეიშვილი (+100) ადრე გამოეთიშნენ შეჯიბრებას. ელისო სისაური (70 კგ) საერთოდ არ გამოსულა ტატამიზე. 

გრიგალაშვილმა მეოთხედფინალში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ ვედათ ალბაირაქს შეხვდა და იოლად სძლია.

ფინალში ტატომ გერმანელ ტიმო კაველიუსს ორ წუთსა და 12 წამში მოუგო იპონით და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქრო მოუტანა (პირველი ოქრო წინა დღეს, 4 თებერვალს ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა).

ლუკა მაისურაძე ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან უმძიმეს, 15-წუთიან დაპირისპირებაში დამარცხდა – ლუკას მსაჯმა ილეთის ჩატარების დროს წესის დარღვევა დაუფიქსირა და მესამე გაფრთხილებით მოხსნა ასპარეზობიდან.

შემდეგ კი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ასევე მძიმე დაპირისპირებაში მაისურაძემ ჩეხ დავიდ კლამერტს იპონით სძლია დამატებულ დროში და მესამე ადგილზე გავიდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი 2 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 154 000 ევროა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close