ვიდეოხელოვნებასაქართველო

„ევროვიზია“ უკრაინის ნაცვლად წელს დიდ ბრიტანეთში გაიმართება – ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს კონკურსზე (ვიდეო)

მეგაშოუ „ვოისის“ გამარჯვებული, რომელიც საქართველოს „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე წარადგენს, მაყურებელთა ხმების რაოდენობით გამოვლინდა და ის გახლავთ ირუ ხეჩანოვი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის წარმოების გამო უკრაინა წლევანდელ კონკურსს ვერ მასპინძლობს მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის გამარჯვებულია და წესების თანახმად, მასპინძელიც უნდა ყოფილიყო. წელს „ევროვიზიის“ ფესტივალი მეორე ადგილზე გასულ ბრიტანეთში ჩატარდება.

„ევროვიზიის“ კონკურსი 1956 წლიდან  ყოველწლიურად იმართება, მხოლოდ ერთხელ, 2020 წელს არ ჩატარდა კორონავირუსის პანდემიის გამო. ეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გასართობი შოუა 160 მილიონი მაყურებლითა და ურთულესი პროგრამებით.

მონაწილეები რამდენიმე კვირის  განმავლობაში გადიან რეპეტიციებს. ნახევარფინალური და ფინალური ტურები 9, 11 და 13 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ირუ (ირინა) ხეჩანოვს ერთხელ უკვე მოგებული აქვს „ევროვიზიის“ კონკურსი, ოღონდ საბავშვო, 2011 წელს, ჯგუფ CANDY-ს შემადგენლობაში (სიმღერით CANDY MUSIC).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close