26 წლის შვილიშვილმა ბებიის მკვლელობა 150 ათას დოლარად დაუკვეთა – რატომ გაიმეტა შვილიშვილმა 72 წლის ქალი?
26 წლის კაცმა 150 ათას დოლარად ბებიის მკვლელობა შეუკვეთა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბებიის მკვლელობის დაკვეთის ბრალდებით დაკავებული 26 წლის ალექსანდრე საყვარელიძე კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშორმელია. 72 წლის ბებია, ვალენტინა საყვარელიძე კი თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მფლობელია.
მიზეზი, რის გამოც შვილიშვილმა ბებია მოსაკლავად გაიმეტა, დიდძალი ქონებაა. სავარაუდოდ, ბებიის მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა კაცი იმ უნივერსიტეტის გადაფორმებას ეცდებოდა, რომელიც 72 წლის ქალის საკუთრებაში იყო.
არსებული ინფორმაციით, თანხა, რომელიც შვილიშვილმა ბებიის მოსაკლავად ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიამ მისცა. 70 ათასი ლარი ა. საყვარელიძემ ბებიას რამდენიმე დღის წინ გამოართვა.
პოლიციის ცნობით, ბრალდებული დაუკავშირდა პირს, რომელსაც მისი ბებიის მკვლელობა უნდა შეესრულებინა და მას 150 ათასი დოლარის გადახდას შეჰპირდა – თანხის ნაწილი კი წინასწარ გადასცა. ბრალდებულმა მას დაუსახელა მსხვერპლის სახელი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ბებიის ფოტოსურათები გაუგზავნა.
შშს-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში სავარაუდო მკვლელის და სავარაუდო შეკვეთის მიმცემის საუბარი ისმის:
– სად მუშაობს?
– ბიზნესი აქვს, შედი, დააკაკუნე, კარებს გაგიღებს, უბრალოდ, ხალხს არ ენდობა, მძღოლს მოჰყავს.
– იარაღი აქვს მძღოლს?
– არა.
კარებს ღია ტოვებ, ჩვენ შევდივართ, ყველაფერს ავიღებთ, იმ საბუთებს პაპკით, რომელიც მჭირდება და მორჩა!
– კარი რომ არ გამიღოს?
– შეიძლება ისე გაკეთება, რომ მან მე დამინახოს…
კომენტარები