რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

გმადლობთ, ფუტკრებო! – რატომ იმსახურებენ ეს ციცქნა არსებები ადამიანის მადლიერებას

ფუტკარს ადამიანისთვის არაერთი სარგებელი რომ მოაქვს, ეს ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ იცოდით, რომ თუ ფუტკარი გაქრება დედამიწის ზურგიდან, ადამიანს ოთხი წელიც არ დასჭირდება გასაქრობად  -ყოველ შემთხვევაში ალბერტ აინშტაინს ასე მიაჩნდა. ან იცოდით, რომ ფუტკარს მათემატიკის ენის გაგება და გამოყენება შეუძლია?

აი, კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ფუტკრების შესახებ, რომ დამსახურებულად გაგვიჩნდეს ამ  ციცქნა არსებების მიმართ მადლიერების გრძნობა:

ფეიბუქგვერდი „ყველაფერი ფუტკრის შესახებ“ საინტერესო პოსტს აზიარებს:

🐝ალბერტ აინშტაინმა თქვა, რომ თუ ფუტკარი გაქრება დედამიწის ზურგიდან, ადამიანს ოთხი წელიც არ დასჭირდება გასაქრობად.

🐝იცოდით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ მონეტაზე ფუტკრის სიმბოლო იყო გამოსახული?
🐝იცოდით, რომ თაფლი შეიცავს ცოცხალ ფერმენტებს?
🐝იცოდით, რომ ეს ფერმენტები ნადგურდება ლითონის კოვზთან კონტაქტით?
🐝თაფლი უმჯობესია მიირთვათ ხის კოვზით, თუ ვერ იპოვეთ, გამოიყენეთ პლასტმასის!
🐝იცოდით, რომ თაფლი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ტვინს უკეთ მუშაობაში ეხმარება?
🐝იცოდით, რომ თაფლი ერთ-ერთი იშვიათი საკვებია დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება?
🐝იცოდით, რომ აფრიკაში ფუტკრებმა ადამიანები შიმშილისგან იხსნა?
🐝საკმარისია თუ არა ერთი კოვზი თაფლი ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად 24 საათის განმავლობაში?
🐝იცოდით, რომ ფუტკრის მიერ წარმოებული პროპოლისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია?
🐝იცოდით, რომ თაფლს ვარგისიანობის ვადა არ აქვს?
🐝იცოდით, რომ მსოფლიოს დიდი იმპერატორის ცხედრები ოქროს კუბოში იყო დაკრძალული და შემდეგ თაფლით დაფარეს, რათა არ გაფუჭებულიყო?
🐝იცოდით, რომ ტერმინი „თაფლის ღამე“ მომდინარეობს იქიდან, რომ ახალდაქორწინებულები ქორწილის შემდეგ თაფლს მიირთმევდნენ ნაყოფიერების მიზნით?
🐝 იცოდით, რომ ფუტკრის რძე რთული ბიოლოგიური პროდუქტია. ის შეიცავს ცოცხალი ორგანიზმის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ძირითად ნივთიერებას:
ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე, ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. მასში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა (არგინინი, გლიცინი, ცისტეინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, თრეონინი, სერინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა, ტრიფტოფანი და სხვ.).
🐝 იცოდით, რომ ფუტკრის რძე წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას?
🐝 იცოდით, რომ ეკოლოგების თქმით, 60-იდან 90 პროცენტამდე საკვებს, მწერების საშუალებით, დამტვერვით (ენტომოფილია)და პირველ ყოვლისა, ფუტკრების დახმარებით ვიღებთ. პროდუქტებს შორის, რომლებსაც მათი დახმარების გარეშე ვერ მივიღებთ: ხილი, ბოსტნეული, მარცვლული და კაკალი.

🐝გმადლობთ, ფუტკრებო 🐝“, – წერს პოსტის ავტორი სოფო ბანძელაძე.

კიდევ ერთი მიზეზი გჭირდებათ ფუტკრების შესაყვარებლად? – კი ბატონო! ყვავილების მეგობარი ეს ციცქნა არსებები თავს ართმევენ არა მხოლოდ საბაზო არითმეტიკას, არამედ, როგორც მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს, მათ შეუძლიათ ამოიცნონ ციფრებთან დაკავშირებული სიმბოლოები.

ზუსტად ისე, როგორც ადამიანები ცნობენ, რომ სიმბოლო 7 ან VII დაკავშირებულია შვიდის ოდენობასთან, სავარაუდოდ, ფუტკრებსაც იგივე ასოციაცია უჩნდებათ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფუტკრები იგებენ არა მხოლოდ ოდენობას, მიმატებასა და გამოკლებას, არამედ ამ კონცეპტებისთვის სიმბოლოების ენასაც აღიქვამენ.

მკვლევარ ადრიან დაიარის განცხადებით, ბავშვობაში ნასწავლი ციფრები სამუდამოდ გვამახსოვრდება, მაგრამ იმის გაანალიზება, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში „4“, საჭიროა გონებრივი შესაძლებლობის საკმაოდ მაღალი დონე.

მისივე თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ სიმბოლოების ციფრებთან დაკავშირების სწავლა პრიმატებსა და ფრინველებსაც შეუძლიათ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეს უნარი მწერებშიც შევნიშნეთ.

მეცნიერები აქამდეც ეჭვობდნენ, რომ ეს შესაძლებელი იყო. ფრთხილი ექსპერიმენტების შედეგად მათ დაადგინეს, რომ ძალიან საბაზო არითმეტიკის გამოყენებისთვის, მიმატებისა და გამოკლების შესასრულებლად, ფუტკრებს სიმბოლოების აღქმა აქვთ.

წინა კვლევებიდან უკვე ვიცით, რომ ფუტკრებს შეუძლიათ კომუნიკაციაც, რისთვისაც „რხევებით ცეკვას“ იყენებენ, რათა სხვა ფუტკრებს ნექტრის ადგილმდებარეობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.

თუმცა ახალმა კვლევამ ერთი ნაბიჯით უფრო წინ წაიწია და, პირველად ისტორიაში, აჩვენა, რომ ადამიანების, შიმპანზეებისა და მტრედების მსგავსად, უხერხემლოებსაც შეუძლიათ მათემატიკის ენის გაგება და გამოყენება.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/futkrebs

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close