საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: DENTIST PASS – უფასო ვაუჩერი ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურებისთვის

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრო პირველად იწყებს უფასო პროფილაქტიკური სტომატოლოგიური დახმარების პროგრამას ვაუჩერით Dentist-Pass 6-12 წლის ბავშვებისთვის. ამის შესახებ გაზეთი Τα Νέα წერს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ პროგრამის მიზანია 2023 წლის მარტიდან მშობლებმა შეძლონ ბავშვების ჩაწერა სტომატოლოგთან ვიზიტისთვის საკუთარი არჩევანით, სადაც სურთ და გამოიყენონ ახალი ვაუჩერი Dentist Pass.

პროგრამა Dentist-Pass-ი მოიცავს სტომატოლოგთან ვიზიტს და შემდეგ მომსახურებებს:

  • ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენის კონტროლი;
  • კბილების ფტორირება;
  • ქვების მოცილება;
  • ინფორმაცია და ინსტრუქცია ბავშვებისა და მათი მშობლების პირის ღრუს ჰიგიენისთვის.

პროგრამის ბენეფიციარი გახდება 6-12 წლის ასაკის ყველა ბავშვი, რაც ნიშნავს, რომ ვაუჩერით სარგებლობა შეუძლია 660 ათას მოზარდს (ΕΛΣΤΑΤ, 2021 წლის მაჩვენებელი). კონკრეტული სტომატოლოგიური მომსახურების რეალიზაციისთვის ყველა ბენეფიციარს გადაეცემა დაფინანსების ბარათი.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა ვაუჩერის ასაღებად:

  • ორი მშობლიდან ერთ-ერთს შეაქვს განაცხადი დაფინანსების ბარათის ასაღებად gov.gr-ს ან პროგრამის ელექტრონული პლატფორმის, ΚΕΠ-ის მეშვეობით.
  • შემდეგ ბარათი ბენეფიციარი მშობლის მობილური ტელეფონის ციფრულ საფულეში შეინახება და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება ყველა სტომატოლოგიური კაბინეტის POS ტერმინალში.
  • ყოველ Dentist Pass-ის ვაუჩერი აქტივაციიდან 6 თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

პროგრამის გეგმის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა შეიმუშავეს, მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტომატოლოგს, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული POS ტერმინალი. ამას გარდა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა განმარტავს, არანაირი დამატებითი ბიუროკრატიული ქმედება (დოკუმენტების წარდგენა და ა. შ.) საჭირო არ იქნება.

სტომატოლოგებს პროგრამის ბენეფიციარი ბავშვებისთვის გაწეული პროფილაქტიკური მომსახურების თანხას მთლიანად აუნაზღაურებს აღდგენისა და მდგრადობის ფონდი, რათა მშობლების ჯიბეს არ დააწვეს  ფინანსური ტვირთი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Dentist Pass-ის პროგრამა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close