მიგრაციაპოლიტიკა

ნიუ-იორკში იმიგრანტების ადგილი არ არის – ქალაქის მერი

მიგრანტებისთვის „ნიუ-იორკში ადგილი არ არის“ – ეს განცხადება ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა მექსიკის საზღვართან მდებარე ქალაქ ელ პასოში ვიზიტისას გააკეთა.

დემოკრატიული პარტიის წევრმა მერმა ტეხასის შტატში ყოფნისას დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა. მისი განცხადებით, „ახლა დროა, ეროვნულმა მთავრობამ“ ამერიკის სამხრეთ საზღვარზე იმიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით „საკუთარი გასაკეთებელი გააკეთოს“.

ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისის გამო ნიუ-იორკის მერის ვიზიტი უპრეცედენტოა. მანამდე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, იმიგრანტებით დატვირთული ავტობუსები უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებში, როგორიცაა: ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ვაშინგტონი და სხვა – რესპუბლიკური მმართველობის მქონე შტატებმა გააგზავნა. ამან ნიუ-იორკში საბინაო და უსახლკაროთა კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.

ელ პასოში ვიზიტამდე ადამსმა განაცხადა, რომ იმიგრანტების შედინება მეგაპოლისს შესაძლოა, $2 მილიარდი დაუჯდეს. ეს იმ ფონზე, როცა ქალაქი ბიუჯეტი დიდ დეფიციტს უკვე განიცდის.

წყარო: amerikiskhma.com

P. S. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, 8 იანვარს ელ პასოში თავისი პრეზიდენტობის დაწყებიდან პირველად ჩავიდა ჯო ბაიდენი, საიდანაც შემდეგ მექსიკაში გადავიდა ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერების სამიტში მონაწილეობისთვის.

მსგავს თემაზე:

აშშ მექსიკიდან უკანონოდ შესულ იმიგრანტებს უკან გააბრუნებს – ბაიდენის განცხადება (ვიდეო)

აშშ მექსიკიდან უკანონოდ შესულ იმიგრანტებს უკან გააბრუნებს – ბაიდენის განცხადება (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close