მიგრაციასაზოგადოება

ემიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია… ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ და ქუთაისიდან 150-ლარიანი ბილეთი ვერ შეიძინეს? – რას წერს გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ემიგრანტების შვილებზე წერს, რომლებსაც მშობლები წლობით არ უნახავთ.

შეროზია ამბობს, რომ მზად არის, ემიგრანტი დედების სანახავად მათ ვიზიტების დაგეგმვაშიც დაეხმაროს.

„სულ მაინტერესებდა: აი ის გოგო-ბიჭები, სულ სისვეცკე ბრენდები რომ აცვიათ, ძვირ რესტორნებში ჭამენ, ახალ სახლს იშენებენ და ემიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია…

ფული არ აქვთ? ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ და ქუთაისიდან 150-ლარიანი ფრენა ვერ შეიძინეს იტალიამდე, ან საბერძნეთამდე? თუ უვიზო რეჟიმი რომ გვაქვს არ ახსოვთ?  
თუ სამი დღეც ვერ მოიცალეს – იმდენს მუშაობენ?
უფრო იტალია-საბერძნეთზე მაქვს საუბარი, თორემ ამერიკა და ა. შ. ვიცი, რომ რთულია.

მართლა მაინტერესებს მიზეზი. მზად ვარ დაგაკვალიანოთ, იქნებ არ იციან იაფი პირდაპირი ფრენების შესახებ?  მზად ვარ მე დაგიგეგმოთ ვიზიტები, მართლა დაგეხმარებით, ემიგრანტებისთვის არასდროს დამენანება ჩემი დრო“, – წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close