ყველაზე პოპულარული საშობაო სიმღერით „ღამე ნათელი“ პროექტ „რანინას“ გამარჯვებული და საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსანტი ნიკო ქაჯაია გორის გოგონების გუნდთან და ეროვნულ ორკესტრთან ერთად გილოცავთ შობის შემობრძანებას!
სიმღერა გერმანულიდან თარგმნილია მსოფლიოს 350-ზე მეტ ენასა და დიალექტზე და ჩაწერილია მრავალი მომღერლის მიერ ყველა მუსიკალურ ჟანრში, მაგრამ ჩვენი ბავშვების შესრულება ყველას სჯობია!
მოუსმინეთ და ვინც არ დაეთანხმებით „nostsal.ge“-ს „საექსპერტო დასკვნას“🥰, მზადა ვართ, დაგიმტკიცოთ, რომ ასეთი „საოცარ წამს, იდუმალ წამს…“ ჯერ არსად არავის უმღერია, იმიტომ რომ ისინი ჩვენი შვილები არიან! თაობა მოდის…
კომენტარები