პროდუქტები, რომლებიც ჯანსაღი და სასარგებლოა, თუმცა არა ჭარბი რაოდენობით
„რუსთავი 2“-ის ეთერში ექიმმა ლევან რატიანმა ისაუბრა პროდუქტებზე, რომელთა ჭარბი რაოდენობით მიღებაც ადამიანების ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.
რატიანმა კონკრეტულ დაავადებებზეც ისაუბრა და ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე გაამახვილა ყურადღება:
1. ისპანახი და ჭარხლის ფოთლები – დიდი რაოდენობით ოქსალატს შეიცავს, რომელიც არის მჟავა და ჭარბი დოზირება იწვევს კრისტალების წარმოქმნას, არის თირკმლის პათოლოგიების მაპროვოცირებელი. სასურველია ისპანახის კვირაში ორჯერ მიღება, ხოლო თუ ადამიანს აწუხებს შარდ-წვეთოვანი დაავადებები, აუცილებელია ისპანახის მიღების დოზის მინიმუმამდე დაყვანა.
2. იოგურტი – პროდუქტი უამრავი რაოდენობით შაქარს შეიცავს, შაქრის დღიური ნორმა კი უნდა იყოს 25%, ზოგიერთ იოგურტში კი შაქრის შემცველობა 15%-ია, რასაც ემატება დღის მანძილზე სხვა მიღებული შაქრის რაოდენობა.
3. ყველი – პროდუქტი შეიცავს ბევრ ცხიმს, რაც სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდის, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, რომ დიდი რაოდენობით ყველი არ უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ქოლესტერინის პრობლემები აქვთ. ასევე, ყველი შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, რომელიც წყალს აკავებს ორგანიზმში, რაც ასევე ცუდია ჰიპერტენზიის დროს. ერთ კვებაზე მიღებული ყველის რაოდენობა 40 გრამს არ უნდა აღემატებოდეს .
კომენტარები