მსოფლიოnews

არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა ჩვენი შობა მოიპაროს – კიევში ნაძვის ხეებს დადგამენ

კიევი გეგმავს ნაძვის ხეების დადგმას, განათების გამოკლებით, მთელ დანგრეულ ქალაქში სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. ეს ხდება იმ პირობებში, როცა დედაქალაქის მილიონობით მცხოვრები რუსეთის თავდასხმების გამო უშუქობაში რჩება.

„არავინ აპირებს ახალი წლისა და შობის გაუქმებას და საახალწლო ატმოსფერო [კიევში] უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა ჩვენი შობა მოიპაროს“, – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საინფორმაციო სააგენტო RBC-უკრაინასთან ინტერვიუში.

სერგეი კოვალენკომ, YASNO-ს დირექტორმა, რომელიც ელექტროენერგიას აწვდის კიევს, თქვა, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით ნაძვის ხეები განათებისა და გირლანდების გარეშე იქნება.

კლიჩკოს თქმით, ტრადიციული მასობრივი შეკრებები და კონცერტები არ გაიმართება, ხოლო ადგილობრივი ბიზნესი დააფინანსებს ნაძვის ხეების განთავსებას მთელ კიევში: „იცით, არ მინდა ბავშვებს თოვლის ბაბუა წავართვათ“.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close