ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 28 ნოემბერი – 4 დეკემბერი

ამ კვირის პირველ ნახევარში ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობას მეტი დინამიკა ექნება. თქვენი მიმზიდველობა შესამჩნევად გაიზრდება, სურვილი გექნებათ, რომ ახალი ადამიანები გაიცნოთ. აღსანიშნავია, რომ კვირის პირველ ნახევარში რომანის დაწყება უფრო ადვილი იქნება, სასიყვარულო პაემნები – უფრო საინტერესო. არსებულ ურთიერთობებში ჰარმონია იმატებს. ასევე, ამ კვირის პირველ ნახევარში შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კამათი. იქნებით უფრო ღია და გახსნილი, მაგრამ, ამავე დროს, გაგიჩნდებათ სურვილი, დაიცვათ თქვენი პოზიცია ნებისმიერ ფასად. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ ჯობია თქვენს აზრზე დარჩეთ და არავის არაფერი დაუმტკიცოთ. ახლა სწორედ ასეთი დროა.

კვირის მეორე ნახევარში შეეცადეთ, არაფერი მოიმოქმედოთ მხოლოდ ემოციებისა და განწყობის გავლენით, რადგან ასეთმა დაუფიქრებელმა საქციელმა შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოგიტანოთ.

ვერძი

საკმაოდ დატვირთული კვირაა. კარიერული წინსვლა ამ კვირაში დიდწილად მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. სამსახურში შეძლებთ თქვენი ლიდერული თვისებების დემონსტრირებას და კარგი შთაბეჭდილების მოხდენას როგორც კოლეგებზე, ისე ხელმძღვანელობაზე. დაწინაურების დიდი შანსია. პირად ცხოვრებაში შეეცადეთ ცდუნებებს არ აჰყვეთ, დროულად განზე გადექით ან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ. იყავით ფრთხილად და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. თქვენი დიპლომატია და ხიბლი ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 2.

კურო

თქვენს ცხოვრებას უმაღლესი პოზიციებიდან შეხედეთ და სიყვარულისა და თანაგრძნობის პრინციპით იმოქმედეთ. მომენტალური სარგებელი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც სიმშვიდე. მაქსიმალურად გამოიყენეთ მიღებული ინფორმაცია, ახლებურად შეხედეთ ამ უზარმაზარ და მშვენიერ სამყაროს. სასურველია პარასკევს კონფლიქტურ სიტუაციას მოერიდოთ, ენდეთ თქვენს ინტუიციას. იფიქრეთ დაგროვილ საოჯახო საქმეებზე და პრობლემებზე. შაბათ-კვირას შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და კომფორტი ოჯახში და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 3.

ტყუპი

თუ ოჯახთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, მაშინ ეს კვირა მათი გადაჭრის დროა. მოგიწევთ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს სიბრძნესა და მოთმინებას და შესამჩნევ შვებას იგრძნობთ, ცხოვრება გაგახარებთ. მიხვდებით, რომ ყველაფერი დროულად და სწორად გაკეთდა. ზედმეტად არ მოდუნდეთ, რათა არ მოექცეთ სხვების გავლენის ქვეშ და არ შეგექმნათ ახალი პრობლემები. გელით სიყვარული, იღბალი, ურთიერთგაგება და ჰარმონია. ძველი ოცნებები ახდება, თამამი გეგმები რეალიზდება. თქვენს ცხოვრებაში ძალიან წარმატებული პერიოდი გეწყებათ.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 28.

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლოა მოგიწიოთ დამალვა მოზღვავებული შემოთავაზებებისგან, რომელთა წინაშეც მოულოდნელად დადგებით. დიდი შრომა მოგიწევთ, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვათ და თან ვინმე არ შეურაცხყოთ. მნიშვნელოვანია კონცენტრირება და საკმარისი დრო საკუთარი გეგმების განსახორციელებლად. საუკეთესო პერიოდია მათთვის, ვისაც ბიზნესის წამოწყება სურს და მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდება. ხუთშაბათი ხელსაყრელია მეგობრული შეხვედრებისთვის. დიდად სავარაუდოა ხანგრძლივი მოგზაურობები ან მივლინებები საზღვარგარეთ. კვირა კარგი დღეა პაემნისთვის.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

ლომი

ამ კვირაში დიდი ყოყმანის გარეშე განახორციელეთ თქვენი გეგმები და უჩვეულო იდეები. სიტუაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს სერიოზული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას. სასარგებლო იქნება, თუ ყურადღებით მოისმენთ კოლეგების რჩევებს. თქვენი შრომისმოყვარეობა და საუკეთესო ადამიანური თვისებები დაფასდება. პირად ცხოვრებაში შეეცადეთ, გადახედოთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, შესაძლოა ზედმეტად კრიტიკული ხდებით. კარგი პერიოდია სხვადასხვა ოჯახური საკითხის მოსაგვარებლად.

სასიკეთო დღეები: 29, 3.

არასასიკეთო დღე: 28.

ქალწული

კვირის პირველ ნახევარში მოვლენები შეუფერხებლად და მშვიდად წარიმართება როგორც სამსახურში, ისე სახლში. თუ მცირე კამათი წარმოიშვება, ის თავისთავად ჩაცხრება, მაგრამ კვირის მეორე ნახევარი შეიძლება ქაოსური და საკმაოდ დატვირთული იყოს. არ არის რეკომენდებული რისკზე წასვლა. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტი სამსახურში. პარასკევს შეიძლება მიიღოთ საინტერესო და პერსპექტიული საქმიანი წინადადება. შაბათ-კვირას, სავარაუდოდ, მეგობრებს მოინახულებთ და მათთან ერთად დროს მხიარულად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 29, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ კვირაში მოგიწევთ გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ურთიერთობაში გარშემო მყოფებთან, რათა რთულ სიტუაციას გაუმკლავდეთ, რომელიც შეიძლება ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში წარმოიშვას. მხოლოდ თქვენს გამძლეობას შეუძლია მოვლენების მართვა და მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნება. შეძლებთ არახელსაყრელი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ აქციოთ, თუ ცოტა დაფიქრდებით. თქვენს ძალისხმევას საყვარელი ადამიანები დააფასებენ. მარტოხელა სასწორებს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები ელით.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 28.

მორიელი

ამ კვირაში კარგი შესაძლებლობა იქნება თვითშეფასების ასამაღლებლად, თქვენი მოწინააღმდეგეებიც კი შენიშნავენ თქვენს შესანიშნავ საქმიან თვისებებს. გაგიმართლებთ კარიერაში და სიყვარულში. შესაძლოა, ნანატრი სამსახური შემოგთავაზონ. მართალია, მიზნის მისაღწევად გარკვეული პრინციპების დათმობა მოგიწევთ, მაგრამ ღირს. ვარსკვლავების რჩევით, შეეცადეთ ამ კვირაში თავი აარიდოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან მოსალოდნელია პრობლემები შეგექმნათ.

სასიკეთო დღეები: 29, 3.

არასასიკეთო დღე: 30.

მშვილდოსანი

ვარსკვლავების პოზიცია იმაზე მეტყველებს, რომ ეს კვირა უამრავ შესაძლებლობას მოგცემთ სამსახურში, თუმცა ფაციფუცი და აჩქარება ახლა სრულიად არ გამოგადგებათ. მუშაობა დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ, მაგრამ შედეგი გაგამხნევებთ და ახალი იდეების განხორციელებაზე დაგაფიქრებთ. ნუ დაივიწყებთ დასვენებას, რათა ძალიან არ გადაიღალოთ. შეეცადეთ წვრილმანი საქმეები გადადოთ და შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატაროთ, შესაძლებელია მოაწყოთ სასიამოვნო ოჯახური მოგზაურობა, ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროთ.

სასიკეთო დღეები: 28, 3.

არასასიკეთო დღე: 1.

თხის რქა

გსურთ რაიმე ცვლილება უკეთესობისკენ? ნუ გადადებთ პრობლემების მოგვარებას, ახლავე იმოქმედეთ, დროს ნუ დაკარგავთ! გააცნობიერეთ და გააცოცხლეთ თქვენი იდეები. დისკუსიის მონაწილეები თავიანთ აზრს გამოთქვამენ, მიაჩნიათ, რომ სწორედ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი აზრი და სხვების შეხედულებებს და ინტერესებს არ ითვალისწინებენ. დაელოდეთ, სანამ ქარიშხალი ჩაცხრება და გადამწყვეტი სიტყვა თქვენი იქნება. დამსახურებულ აღიარებას მიაღწევთ, რაც ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ ზრდას. პირად ურთიერთობებში დაძაბულობა და გაუგებრობა გაქრება. ვარსკვლავები მშვიდ პერიოდს გიწინასწარმეტყველებენ.

სასიკეთო დღეები: 29, 2.

არასასიკეთო დღე: 30.

მერწყული

ამ კვირაში შეგიძლიათ კარიერის ახალ სიმაღლეებს მიაღწიოთ. მეგობრების ან, უბრალოდ, ნაცნობების დახმარება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყურადღება გაამახვილეთ სამუშაოზე, ეს უბრალოდ თვითრეალიზაციისთვის გჭირდებათ. შეეცადეთ იყოთ უფრო მომთმენი სხვების მცირე ნაკლოვანებების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიერ მუდმივად წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებამ შეიძლება ვინმე შეაწუხოს. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია უთანხმოება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში.

სასიკეთო დღეები: 28, 2.

არასასიკეთო დღე: 1.

თევზები

ეს კვირა თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითონ გამოიჩენთ ძალისხმევას. ახლა არ უნდა განაცხადოთ პრეტენზიები, რადგან შეიძლება საყვარელი ადამიანები შეურაცხყოთ. თქვენი ინტუიცია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. არ დაივიწყოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა. პირად ურთიერთობებში ყველაფერი ძალიან წარმატებული იქნება.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 3.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close