იტალიელი მაჩო, ცნობილი „ტიკტოკერი“ ალესანდრო კარუზო ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეა (ვიდეო)
ცნობილ იტალიელ „ტიკტოკერს“ ალესანდრო კარუზოს ნახევარ მილიონამდე გამომწერი ჰყავს, მათ შორის ბევრი ქართველია. მისი ქართველი თაყვანისმცემელების გასახარად ალესანდრო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე გახდა.
ჯერ კიდევ პროექტში მონაწილეობამდე 43 წლის კარუზო ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან ამბობდა: „დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი შემდეგი გაჩერება იქნება საქართველო. გკოცნით, გეხვევით ყველას. სიხარულით ჩამოვალ საქართველოში, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ვხვდები, რომ ძალიან ბევრ ქართველს ვუყვარვარ.“
ალესანდრო კარუზო ნეაპოლში ცხოვრობს, მუშაობს ტანსაცმლის ინდუსტრიაში, მისი ვიდეოების დიდი ნაწილი ტანსაცმლის მაღაზიაშია გადაღებული, რომელსაც კარუზოების ოჯახი უკვე 50 წელია ფლობს.
კარუზოების 5 დედ-მამის შვილიდან ის მეორეა, როგორც დედამისი ამბობს, შვილებიდან ყველაზე ცელქი იყო, თუმცა პრობლემები ოჯახისთვის არასდროს შეუქმნია.
იტალიელი მაჩო განქორწინებული ყოფილა და ერთი ქალიშვილის მამაა. ჰყავს სიცილიელი საცოლე, რომელიც მის ვიდეოებში ხშირად ჩნდება.
ნეაპოლში მასთან ინტერვიუ გადაცემა „პრაიმშოუსთვის“ ნოე სულაბერიძემ ჩაწერა.
კომენტარები