ჰოროსკოპი

რა ასაკში მდიდრდებიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები

ზოდიაქოს ნიშანს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის ხასიათსა და ჩვევებზე, მის მსოფლმხედველობაზე და იმაზეც კი, თუ რომელი პარტნიორია საუკეთესო მისთვის ოჯახის შესაქმნელად, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – ასტროლოგია, როგორც ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, იმის გარკვევაშიც გვეხმარება, თუ რა ასაკში შეგვიძლია მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას.

 

ვერძი

ზოდიაქოს პირველ ნიშანს და ცეცხლის სტიქიის პირველ წარმომადგენელს არაჩვეულებრივი ტემპერამენტი აქვს. ვერძის წარმომადგენლები ამბიციური და მიზანდასახული ხალხია. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისით აღწევენ, მაგრამ თავგადასავლებისადმი ინტერესი მათ  ყოველთვის ჰქონდათ და ექნებათ. იღბალი და სიმდიდრე ვერძთან უფრო მოწიფულ – 40 წლის ასაკში მიდის.

 

კურო

პრაქტიკულ კუროს სიმდიდრის დაგროვებისა და მოპოვების მხრივ ვერძზე ორიოდე წლით ადრე  უმართლებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდმივად ისწრაფვიან ფინანსური სტაბილურობის, ფუფუნებისა და კომფორტისკენ. ისინი ძალიან ჭკვიანი და წინდახედულები არიან, ამიტომ ფიქრობენ,  რომ ფულის დახარჯვა სპონტანურ შესყიდვებზე სისულელეა. კურო არასოდეს დააყენებს რისკის ქვეშ თავის ფინანსურ მდგომარეობას მოჩვენებითი ოცნების გულისთვის.

 

ტყუპი

ტყუპები წარმატებას მხოლოდ 50 წლის ასაკში აღწევენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფინანსურ კეთილდღეობას მიაღწიონ და მიიღონ ის, რაც მათ სულს სურს. ამ ნიშნის წარმომადგენლები იმდენად ამბიციურები არიან, რომ გარეგანი მოტივაცია არ სჭირდებათ. საკმარისია, რომ მათმა იდეებმა და მიზნებმა თავად წაიყვანოს ისინი წინ.

 

კირჩხიბი

კირჩხიბის გამდიდრებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი 45 წელია. ამ დროისთვის ისინი  ახერხებენ, ყველაფერს მიაღწიონ და ემოციურად და ფინანსურად სტაბილურები ხდებიან. კირჩხიბები მგზნებარე ჰედონისტები არიან, რომლებიც ცდილობენ ცხოვრებისგან ყველაფერი მიიღონ, ამავდროულად, აფასებენ სიმშვიდეს და კომფორტს. და ზოგჯერ მათ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერაფერი შეაჩერებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

 

ლომი

ძლიერი და ექსტრავაგანტური ლომები კეთილდღეობას 27 წლის ასაკში უახლოვდებიან. ფუფუნებისა და მატერიალური სიმდიდრის სიყვარული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მათ ცხოვრებაში. მათ ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეთ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ წარმატებას ადრეულ ასაკში აღწევენ.

 

ქალწული

ქალწულები ზოდიაქოს სხვა ნიშნებს არ ჩამორჩებიან – კეთილდღეობის იდეა მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში იზიდავს, თუმცა ისინი, როგორც ტყუპები, სარგებელს მხოლოდ 50-55 წლის შემდეგ იღებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შეიძლება ბავშვობიდან  გამოირჩეოდნენ თანატოლებისგან. არიან ძალიან მოწესრიგებულები და აქვთ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. მოწაფეობის შემდეგ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ადგენენ კარიერული ზრდის გეგმას, რაც შემდგომ ეხმარება მათ, რომ ფუფუნებასა და კომფორტში იცხოვრონ.

 

სასწორი

ყველაზე ადრე ბედი სასწორს უღიმის. უკვე 20-25 წლის ასაკში ისინი იღებენ ყველაფერს, რაც სჭირდებათ, მათ შორის, ფინანსურ სარგებელს. გასაგებია, რომ ასეთ პატარა ასაკში დიდმა ფულმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოს და პრობლემებმა იმატოს, მაგრამ თუ ისინი თავიანთ საქმეს იპოვიან და მას მთლიანად მიუძღვნიან თავს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

 

მორიელი

მორიელებისთვის წარმატება 40 წლის ასაკში მოდის. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან აქტიურები და ამბიციურები არიან. სამუშაო მათთვის უცხო არ არის, დავალებებზე უარს არასდროს ამბობენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნები თავიანთი შრომის ნაყოფით ტკბობას, მხოლოდ 30 წლის შემდეგ შეძლებენ. ისინი წარმატებას მიაღწევენ, რადგან ფუტკრების მსგავსად უყვართ შრომა და როგორც მატერიალური, ისე ემოციური სარგებლის მიღება სამუშაოსგან, თუმცა მათი პროდუქტიულობა გარკვეულ აზარტს მოითხოვს, რადგან თუ სამუშაო მოსაწყენი გახდება და რუტინად გადაიქცევა, მის მიმართ ინტერესს დაკარგავენ.

 

თხის რქა

პრაქტიკული თხის რქები ხშირად იკავებენ ლიდერის პოზიციებს. მათი მიზანდასახულობის, პრაქტიკულობისა და რაციონალურობის შეიძლება შეგშურდეს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად თავიანთ პროფესიულ ამბიციებსა და ღირსებაზე დებენ ფსონს, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია.  შეიძლება თხის რქა იყოს საიდუმლოებით მოცული, ცივი, მკაცრი, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სურვილი აისრულონ და ამის გამო არაფრის გაკეთებას არ მოერიდებიან. ამიტომაც, 28 წლის ასაკში მათ თითქმის ყველაფერი აქვთ.

 

მერწყული

მერწყულები ცხოვრებაში საერთოდ არ ჩქარობენ. ბედნიერება და ფინანსური კეთილდღეობა მათთან მხოლოდ 40 წლის ასაკში მოდის, ისევე როგორც სხვა ნიშნების უმეტესობასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მარტო არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ მერწყულები დიდად არ ეტრფიან მატერიალურ კეთილდღეობას, კომფორტისა და კარგი საცხოვრებელი გარემოს შექმნის სურვილი მათ მუშაობას აიძულებთ.

 

თევზები

თევზებმა კარგად იციან, რა არის საკუთარი კომფორტისთვის მუშაობა, მათთვის ფინანსური კეთილდღეობა 35 წლის შემდეგ მოდის. მიუხედავად იმისა, რომ თევზები ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნიშანია, ისინი ცდილობენ, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნონ. თევზებს შეუძლიათ თავგანწირვა და ცდილობენ ინტუიციურად იმოქმედონ. ზოგჯერ მათთვის რთულია პასუხისმგებლობის აღება თავიანთი პერფექციონიზმის გამო. მათ არ შეუძლიათ გაურკვეველი სამუშაოს შესრულება, თუმცა სურთ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close