ეკონომიკასაბერძნეთი

ათენი: კალითეაში მეტრო იქნება

ათენის მეტროპოლიტენის ახალი გაფართოების შესახებ რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მინისტრმა კოსტას კარამანლისმა ისაუბრა.

ამ გაფართოების ერთ-ერთი ნაწლია მეტროს პირველი ხაზის (მწვანე) განშტოება  სადგურ ტისიოდან ფალირომდე, კალითეას გავლით, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურულ ცენტრამდე უფრო ადვილად მისასვლელად (ΚΠΙΣΝ, SNFCC).

Attiko Metro-ს პროექტის თანახმად, ახალი ხაზის სიგრძე 3,5 კმ იქნება, დაიწყება სადგურ Thisios-დან და SNFCC-სთან დამთავრდება. შუამდებარე სადგურები განთავსდება თესევსის (Θησέας) პროსპექტზე, ხამოსტერნასის მოედანზე, დავაკის  მოედანზე და ფილარეტუს ბორცვზე (Λόφο Φιλάρετο/Τζιζιφές). ხაზი ყოველდღიურად 65 000 მგზავრს მოემსახურება.

პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 450 მლნ ევროა, ამასთან, სამინისტროსთვის ეს გაფართოება პრიორიტეტია და ის აუცილებელ კვლევებს აფინანსებს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close