საზოგადოებასაქართველო

ახლადგახსნილმა შადრევანმა თბილისში 13 წლის გოგონა იმსხვერპლა – რა გახდა ტრაგედიის მიზეზი (ვიდეო)

შადრევანი, რომელიც გუშინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, დღეს ტრაგედიის მიზეზი გახდა – 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  

ვაკის პარკში თამაშისას თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვა­ზე თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ბავ­შვე­ბის ამო­საყ­ვა­ნად შად­რე­ვან­ში მა­მა­კა­ცი შე­ვი­და. მან ორი ბავ­შვი ამო­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მე­სა­მე ვერ ამოჰ­ყავ­და, რად­გა­ნაც დენი ურტყამ­და.

გავრცელებული ინფორმაციით, შად­რე­ვან­ში ბავ­შვე­ბის საშ­ვე­ლად დე­და­ქა­ლა­ქის გამ­წვა­ნე­ბის სამსახურის,„ეკო­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შო­მე­ლი შე­ვი­და.

როგორ აღმოჩნდნენ 55-ე სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში საგაკვეთილო პროცესის დროს, ეს  „კურიერთან“ სკოლის დირექტორმა განმარტა. მისი თქმით, მერვე კლასის რამდენიმე მოსწავლე დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა, რის შესახებაც სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებსაც აცნობა.

„თაიმერს“ მოაწოდეს ვიდეომასალა, რომელიც დღეს, ვაკის პარკში ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ერთობიან ბავშები შადრევანში.

საავადმყოფოში რჩება ვაკის პარკში დაშავებული ორი მოზარდი. ერთ-ერთი იაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას და მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. მეორე კი, „ხეჩინაშვილის“ სახელობის საავადმყოფოდან „ნიუ ჰოსპიტალის“ ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ინტერნეტში ვრცელდება ვაკის პარკში მომხდარი საზარელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ვიდეოები.

2021 წელს მარიტა ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა…

ექსპერტები და პოლიცია ვაკის პარკში მდებარე შადრევნის ყველა დეტალს ამოწმებს. სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას, სად იყო ხარვეზი და რატომ იყო მაღალი ძაბვა იმ სივრცეში, სადაც, წესით, ბავშვები უსაფრთხოდ უნდა თამაშობდნენ.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც შადრევანში ბავშვების საშველად შევიდა – მებაღე დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლმა ბავშვების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close