მსოფლიოპოლიტიკა

რა რაოდენობის ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს – რითი ემუქრება პუტინი დასავლეთს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს კიდევ ერთხელ ახსენა ბირთვული იარაღი და განაცხადა, რომ აქვთ მასობრივი განადგურების იარაღი, რომელიც, მისი თქმით, „ხშირ შემთხვევაში ნატოს ქვეყნებისაზე თანამედროვეც კი არის“. 

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რეალურად რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს და ეს არის გაფრთხილება დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისგან დისტანცირებულები იყვნენ.

ბირთვული იარაღი უკვე თითქმის 80 წელია არსებობს და ქვეყნების უმეტესობა განიხილავს, როგორც შემაკავებელს, რაც მათი ეროვნული უსაფრთხოების გარანტიაა.

რა რაოდენობის ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს 

მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებით ყველა მონაცემი მიახლოებითია, თუმცა ამერიკის მეცნიერთა ფედერაციის ინფორმაციით, რუსეთს 5977 ბირთვული ქობინი აქვს, აქედან 1500-მდე უკვე მოძველებულია და დაშლას ექვემდებარება.

დანარჩენი 4500-მდე მოწყობილობა, ძირითადად, არის სტრატეგიული ბირთვული იარაღი – მაგალითად, ბალისტიკური რაკეტები, დანარჩენი კი უფრო მცირე მოცულობისაა, რომელსაც ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია.

რა რაოდენობის ბირთვული იარაღი აქვთ სხვა ქვეყნებს 

მასობრივი განადგურების იარაღს მსოფლიოს 9 ქვეყანა ფლობს: ჩინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, რუსეთი, აშშ და გაერთიანებული სამეფო.

ნატოს ქვეყნების ბირთვული ქობინების საერთო რაოდენობა 5943-ია, ჩინეთის – 350, პაკისტანის – 165, ინდოეთის – 160, ისრაელის – 90, ჩრდილოეთ კორეის კი – 20. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის და ყველა მონაცემი მიახლოებითია.

რამდენად გამანადგურებელია ბირთვული იარაღი

ბირთვული იარაღი შექმნილია მაქსიმალურად დიდი ტერიტორიების გასანადგურებლად. ყველაზე მცირე მოცულობის ბომბსაც კი შეუძლია უდიდესი დანაკარგების მოტანა. ბომბი, რომელმაც 146 ათასამდე ადამიანი მოკლა ჰიროშიმაში მეორე მსოფლიო ომის დროს, 15 კილოტონი იყო, დღეისთვის კი ბირთვული ქობინები 100 კილოტონს შეიძლება აჭარბებდეს.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close