ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 22-28 აგვისტო

ეს კვირა საკმაოდ ხელსაყრელია და შეიძლება წარმატებები მოიტანოს სხვადასხვა საქმეში. კარგი იქნება, თუ მის პირველ ნახევარს პირად ცხოვრებაში ურთიერთობების მოწესრიგებას დაუთმობთ.  გაგიჩნდებათ ჰარმონიისა და ბედნიერების შეგრძნება, შეძლებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით ტკბობას, რომანტიკული კავშირის გაძლიერებას. თუ ჯერ არ გიპოვიათ თქვენი სიყვარული, მაშინ ამ კვირის პირველი ნახევარი ბევრ კარგ შესაძლებლობას მოგიტანთ მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ ძალიან ნუ გაგიტაცებთ რაოდენობა, შეეცადეთ აირჩიოთ ადამიანი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობის დამყარებას შეძლებთ. კვირის მეორე ნახევარში ძლიერი სტიმული მოგეცემათ თვითგანვითარებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში  შეძლებთ საკუთარ თავში ახალი თვისებების აღმოჩენას, თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტების დანახვას ან იმ შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოყენების პერსპექტივას, რომელთაც ფლობთ. ეს შესანიშნავი დროა თვითრეალიზაციისთვის. ეცადეთ, არ გაჩერდეთ და გამოიყენოთ ის კარგი შესაძლებლობები, რომლებსაც ბედი გაძლევთ.

 

ვერძი

ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენით კარგი შანსი გექნებათ გააუმჯობესოთ თქვენი პერსპექტივები როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. რაც უფრო ნაკლებად ისაუბრებთ თქვენს განზრახვებსა და გეგმებზე, მით უფრო სწრაფად შეასრულებთ. ორშაბათი წარმატებული იქნება დაგროვილი საქმეების დასასრულებლად. ოთხშაბათს შესაძლებელია თქვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი შეგატყობინონ. პარასკევს წარმატებით ჩაივლის საქმიანი შეხვედრები, ხელშეკრულებების გაფორმება და ბანკში ვიზიტები.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

 

კურო

ამ კვირაში იყავით მტკიცე და თანმიმდევრული, დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს. შეიძლება ცდილობდნენ, რომ რაიმე მნიშვნელოვან საქმეს ჩამოგაშორონ, შეეცადეთ არ დაიბნეთ და  მხოლოდ საკუთარ გონებას ენდოთ. ხუთშაბათს  უმჯობესია დამკვირვებლის როლით შემოიფარგლოთ, შაბათ-კვირას კი შეეცადეთ დაიცვათ თავი ზედმეტი კონტაქტებისა და უშედეგო საუბრებისგან. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მოულოდნელი თავგადასავალი და პოზიტიური ემოციები.

სასიკეთო დღეები: 22, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ტყუპი

ამ კვირაში თქვენი აქტივობა შესამჩნევად ინტენსიური გახდება, შესაძლებელია ახალი სტრატეგია შეიმუშაოთ მიზნის მისაღწევად. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელთან საუბარიც მნიშვნელოვანი გაკვეთილი იქნება თქვენთვის. გელოდებათ პერსპექტიული წინადადებები და საინტერესო შემოქმედებითი იდეები,  – გადაწყვეტილების მიღებას ნუ დააყოვნებთ, ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან! ოთხშაბათს არსებობს ახალი მეგობრების შეძენის შანსი. შაბათს შესაძლოა ოცნება აიხდინოთ და სამოგზაუროდ წახვიდეთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 22.

 

კირჩხიბი

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია სერიოზული წამოწყებისთვის, უბრალოდ, უკან არ მიიხედოთ. წინ უნდა წახვიდეთ და იბრძოლოთ თქვენი პირადი სივრცისთვის, დაიცვათ თქვენი მიზნები. ბევრი თქვენი იდეა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ირგვლივ მყოფი კოლეგებისა და მეგობრების მხარდაჭერით. ნუ უგულებელყოფთ ხანდაზმული, უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევებს ცხოვრებაში და თქვენი ყველაზე ექსტრავაგანტური იდეებიც კი პოზიტიურ პასუხს იპოვის. შეეცადეთ შაბათ-კვირას მშვიდ გარემოში დაისვენოთ და მიზნის მისაღწევად აქტიურობისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ლომი

ორშაბათს შესაძლოა სასიამოვნო ამბებმა გაგახაროთ, მაგრამ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ალბათობაც მაღალია. ოთხშაბათს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ, –  ვინც არ რისკავს, გამარჯვების სიხარულსაც ვერ გამოცდის. დროის უმეტესი ნაწილი შეიძლება პროფესიული პრობლემების გადაჭრაზე დაიხარჯოს, მაგრამ  დატვირთვის მიუხედავად შეეცადეთ არ დაივიწყოთ თქვენი დაპირებები საყვარელი ადამიანებისთვის. შუა კვირაში მოსალოდნელია კონფლიქტი სამსახურში. კრიტიკულად შეხედეთ არსებულ ვითარებას, ნუ გადააბრალებთ სხვებს შეცდომებს და, მით უმეტეს, არ განაწყენდეთ მათზე. შაბათ-კვირა ყოველმხრივ სასიამოვნო იქნება.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 22.

 

ქალწული

ეს კვირა საუკეთესოა პირადი პრობლემების გადასაჭრელად.  თუ ვინმესთან კონფლიქტი გქონდათ, შეეცადეთ და შეძლებთ შერიგებას. საკუთარ თავში იპოვით თვისებებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გაუძლოთ ნეგატიურ გარე გავლენებს და აითვისოთ დადებითი გამოცდილება. თუ სამუშაოს შეცვლაზე ფიქრობთ, ახლა ამისთვისაც  კარგი დროა, მაგრამ ნუ იჩქარებთ თქვენი გეგმის განხორციელებას დეტალებზე დაფიქრების გარეშე. შაბათ-კვირას შესაძლებელია ახალი ნაცნობობა და საინტერესო იდეები.

სასიკეთო დღეები: 23, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

 

სასწორი

ამ კვირაში შეეცადეთ გააკონტროლოთ, ვის და რას ეუბნებით, რადგან სავარაუდოა, თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ და გაავრცელონ. უმჯობესია სტუმრებს საკუთარ ტერიტორიაზე შეხვდეთ, ამასთან, ახალ ნაცნობებს სკეპტიციზმით და სიფრთხილით მოეპყროთ, მაგრამ ძველ მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. გადაწყვეტილებების მიღებისას არ აჩქარდეთ. თქვენი წარმატების გასაღები კარგი ანალიზი და მოქმედებაა. პარასკევს ადრე დაბრუნდით სამსახურიდან და საღამო სახლში სიმყუდროვისა და კომფორტის შექმნას დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 26.

 

მორიელი

გასულ კვირას ბევრი იმუშავეთ, ამიტომ ამ კვირაში სამუშაო გაცილებით ცოტა, თავისუფალი დრო კი ჩვეულებრივზე მეტი გექნებათ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაეყრდნოთ მნიშვნელოვან შემოსავალს. სუფთა გონება და სიმშვიდე დაგეხმარებათ გადაჭრათ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რთული პრობლემაც კი. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. შაბათ-კვირას შესაძლოა შორეულმა ნათესავებმა ან სხვა მოულოდნელმა სტუმრებმა გაგახარონ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში თქვენი ენერგიითა და აქტიურობით ყურადღების ცენტრში იქნებით. კვირის შუა რიცხვებში გეგმის რეალიზებას შეძლებთ, თუ ინიციატივას გამოიჩენთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ სწორი მიმართულებით. ხუთშაბათს შეიძლება მოხდეს მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოვრებისეულ ცვლილებებს უკეთესობისკენ, უბრალოდ თქვენი შეხედულებების დაცვისას შეეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ. შაბათ-კვირას სასურველია ქალაქგარეთ დაისვენოთ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თხის რქა

ამ კვირაში კმაყოფილი დარჩებით  საქმიანი შეხვედრებისა და კონტაქტებისგან. სამუშაოს შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ მიზანს და შეუფერხებლად გადახვიდეთ ახალ ამოცანებზე. შეეცადეთ არ გამოავლინოთ თქვენი მშფოთვარე ტემპერამენტი, არ იჩხუბოთ ვინმესთან და მოვლენების განვითარება არ შეაფერხოთ. კარგი პერიოდია სამოგზაუროდ.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მერწყული

ეს კვირა შეიძლება საკმაოდ დაძაბული და სტრესული იყოს: მოგიწევთ გეგმების შეცვლა,  დამატებითი სამუშაოს შესრულება… ცვლილებების დროა და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ეს ის პერიოდია, როცა დროა დაემშვიდობოთ ყველაფერ მოძველებულს – იქნება ეს საქმე, თუ ურთიერთობები. ხუთშაბათი მოგიტანთ გარკვეულ იმედგაცრუებას და გართულებას თქვენს რჩეულთან ურთიერთობაში. შეეცადეთ კვირა დღე მარტომ, მშვიდ გარემოში  გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 22.

 

თევზები

ამ კვირაში დაელოდეთ პოზიტიურ ცვლილებებს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. ვარსკვლავების გავლენის გამო კარიერის ზრდის ახალი შესაძლებლობები გექნებათ, მაგრამ ფრთხილად იყავით ინფორმაციის წყაროების არჩევისას, რადგან სავარაუდოა უზუსტობები. მიზანშეწონილია ოთხშაბათს მოაგვაროთ კონფლიქტური სიტუაცია, – ენდეთ თქვენს ინტუიციას. შაბათ-კვირას იფიქრეთ დაგროვილ საოჯახო საქმეებზე ან დრო აგარაკზე გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close