მსოფლიოსაზოგადოება
ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქარის მიერ წაქცეულ ხეს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ავსტრიასა და იტალიაში, ასევე, საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე.
ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა კუნძულ კორსიკაზე გაანადგურა რამდენიმე ბანაკი, ხოლო ვენეციაში ქვის ფილა მოგლიჯა ბაზილიკიდან. კორსიკაზე ქარის სიჩქარე 224 კმ/სთს- აღწევდა.
ევროპაში ქარი და ნალექი რამდენიმეკვირიან გვალვასა და მაღალ ტემპერატურას მოჰყვა.
1tv.ge
კომენტარები