მედიცინამსოფლიო

სისხლის მარტივი ანალიზით ალცჰაიმერი სიმპტომების გაჩენამდე 17 წლით ადრე გამოავლინეს

ალცჰაიმერის ადრეული აღმოჩენა მისი განკურნებისთვის მთავარი გასაღებია, თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის… ახლა კი გვეუბნებიან, რომ ​​Ruhr-Universität Bochum-ის მკვლევართა ჯგუფმა ახალი სენსორი შეუმუშავა, რომელსაც დაავადების ნიშნების იდენტიფიცირება სისხლში პირველი კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე 17 წლით ადრე შეუძლია. 

ჩვენი მიზანია, მარტივი სისხლის ანალიზით ალცჰაიმერის დემენციის განვითარების რისკი გვიან სტადიაზე განვსაზღვროთ, სანამ ტვინში ტოქსიკური სივრცეები წარმოიქმნება, რათა თერაპიის დროულად დაწყებაც უზრუნველყოფილი იყოს— აცხადებს კლაუს გერვერტი, პროტეინის დიაგნოსტიკის ცენტრის (PRODI) დამფუძნებელი დირექტორი Ruhr-Universität Bochum-ში.

საინტერესოა ისიც, რომ მისი გუნდი ჰაიდელბერგის კიბოს კვლევის ცენტრს შეუერთდა, რომელსაც პროფესორი ჰერმან ბრენერი ხელმძღვანელობდა.

მკვლევრებმა 2000-2002 წლებში მონაწილეებისგან სისხლის პლაზმა აიღეს და შემდეგ გაყინეს, თანაც იმ დროისთვის არცერთი მათგანი იყო ალცჰაიმერით დაავადებული. შემდეგ კი მათგან იმ 68 ადამიანის ნიმუში ამოიღეს, რომლებსაც ეს დიაგნოზი 17 წლის შემდეგ დაუდგინდა და ისინი 240 საკონტროლო ობიექტს შეადარეს. დიახ, მათ სურდათ, გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა ალცჰაიმერის ნიშნების ნახვა კვლევის დასაწყისში.

გასაოცარია, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გლიური ფიბრილარული მჟავე ცილის კონცენტრაციამ შესაძლოა, დაავადების შესახებ კლინიკურ ფაზამდე 17 წლით ადრე გვაცნობოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო ნაკლებად ზუსტია, ვიდრე იმუნო-ინფრაწითელი სენსორი, — განმარტავს გერვერტი.

ამის შემდგომ კი მკვლევრებმა ამილოიდ-ბეტას არასწორი წყობა GFAP კონცენტრაციასთან გააერთიანეს, რათა ტესტის სიზუსტე უსიმპტომო ეტაპზე კიდევ უფრო გაზრდილიყო.

ჩვენ ამ ტესტის გამოყენებას ხანდაზმულთა სკრინინგისა და ალცჰაიმერის დემენციის განვითარების რისკის დასადგენად ვგეგმავთ, სტარტაპ betaSENSE-ის ხედვა არის ის, რომ დაავადება შეიძლება უსიმპტომო ეტაპზევე აღმოიფხვრას. თერაპიული ჩარევის ზუსტი დრო კი მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, — ამბობს გერვერტი.

ეს გამოგონება უკვე მთელ მსოფლიოში დაპატენტდა, მკვლევრები კი ფიქრობენ, რომ მისი მნიშვნელობა მხოლოდ დროსა და შემდგომ სამედიცინო განვითარებასთან ერთად გაიზრდება.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close