ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 1–7 აგვისტო

ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება. ამავდროულად, ორშაბათიდან ხუთშაბათამდე პერიოდში საშუალება გექნებათ დაეყრდნოთ საყვარელ ადამიანებს რთულ სიტუაციებში. პირად ურთიერთობებში ახლა სტაბილურობაა, ცხოვრების სხვა სფეროებში კი მოვლენები შეუფერხებლად არ განვითარდება. შეიძლება ხშირად შეცდეთ, თუ გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე ეცდებით გადაწყვეტილების მიღებას. კვირის პირველ ნახევარში ძალიან მნიშვნელოვანია, საქმის კეთებისას არ იჩქაროთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტრომოწყობილობებთან მუშაობისას.

კვირის მეორე ნახევარში უფრო გააქტიურდებით და თან გაგიჩნდებათ სურვილი, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ. უფრთხილდით სიმკაცრისა და სისასტიკის გამოვლინებებს, ნუ გამოიყენებთ ფიზიკურ ძალას და კონფლიქტების პროვოცირებას. ამ ყველაფერმა შეიძლება სერიოზული წარუმატებლობა გამოიწვიოს. კვირის მეორე ნახევარში ასევე გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან, ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და რთულ მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობისას.

ვერძი

ამ კვირაში ვარსკვლავების დადებითი გავლენა წარმატებებს გპირდებათ, იყავით უფრო თამამი, ექსტრავაგანტური და საინტერესო ადამიანების ყურადღებას მიიპყრობთ. სავარაუდოდ, თქვენ გარეშე საქმე ადგილიდან ვერ დაიძვრება, სამუშაოს წარმატებით შესრულება თვითკონტროლსა და თვითდისციპლინაზე იქნება დამოკიდებული. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები პროფესიულ გზაზე. თითქმის ყველაფერი, რაზეც გიფიქრიათ, აუცილებლად ახდება. ასე რომ, სანამ სურვილებს ჩაიფიქრებთ, დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ ეს მხოლოდ თქვენი ახირებაა.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

კურო

თქვენი იდეებისა და გრძელვადიანი გეგმების წარმატებით განხორციელება თქვენს განწყობასა და ენერგიაზე იქნება დამოკიდებული. ასე რომ, ახლა არ არის სიზარმაცის ან აპათიის დრო. თუ პარტნიორებისთვის მიცემულ დაპირებებს არ შეასრულებთ, შესაძლებელია სერიოზული კონფლიქტი მოგივიდეთ. არასასურველია ურთიერთობების გაფუჭება მათთანაც, ვინც თქვენს თვალსაზრისს არ იზიარებს. კარგია შაბათ-კვირას მეგობრებთან შეხვედრა, მაშინაც კი, თუ ამისთვის სადმე გამგზავრება მოგიწევთ. უფროსებთან ნებისმიერი ურთიერთობისას რეკომენდებულია იყოთ უფრო თავშეკავებული და, დიდი ალბათობით, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 1.

ტყუპი

მშვიდი, ჰარმონიული და წარმატებული კვირა გელოდებათ. ვარსკვლავების დადებითი გავლენის წყალობით ყველაფერი გამოგივათ, სურვილები აგისრულდებათ, გარშემო მყოფები გაგახარებენ. ეჭვი არ გეპარებათ, რომ გიყვართ და უყვარხართ, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია დღის წესრიგში ქორწინება დადგეს. სწორედ ახლა შესაძლებელია პირად ცხოვრებაში ცვლილებები, რაც სასიკეთო იქნება თქვენთვის. გარდა ამისა, ეს კვირა საინტერესო კომუნიკაციის, წარმატებული მივლინებებისა და სასიამოვნო ახალი ინფორმაციების გარეშე არ ჩაივლის.

სასიკეთო დღეები: 2, 7.

არასასიკეთო დღე: 5.

კირჩხიბი

ამ კვირაში სამსახურში არსებული რთული ვითარება დაგამძიმებთ. ეძებეთ შესაძლებლობა გაატაროთ მაქსიმალური დრო მშვიდ გარემოში, ახლობელ ადამიანებთან ერთად. სამშაბათს, სანამ კონკრეტულ პრობლემას მოაგვარებთ, ის უფრო კარგად გაიაზრეთ: შესაძლოა სიტუაციისადმი თქვენი აღქმა შეიცვალოს და რთული სიტუაციიდან გამოსავალი სრულიად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვდეს. დაპირებებისა და ახალი ვალდებულებების შესასრულებლად საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული უნდა იყოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დატკბეთ წარმატებით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. შაბათ-კვირა ხელსაყრელია მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

ლომი

ამ კვირაში ეცადეთ იყოთ თავაზიანიც და მომთხოვნიც, სწორედ ქცევის ეს სტანდარტი იქნება თქვენი წარმატების გასაღები. სამშაბათს ნუ წარმოაჩენთ გადაჭარბებულად ვინმესთან თქვენს შესაძლებლობებს, უკეთესია ცოტათი შეუმციროთ მოთხოვნები საკუთარ თავს, მაშინ იმედგაცრუებისგან დაცული იქნებით. კვირის ბოლოს მნიშვნელოვანია სამუშაოზე კონცენტრირება, ასეთ რეჟიმში ყველა დაგეგმილი საქმე მარტივად გამოგივათ. დიდი ალბათობით ამ კვირაში სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდოთ. ვარსკვლავები კარგიდან უკეთესისკენ წინსვლას გპირდებიან.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

ქალწული

ამ კვირაში შესაძლებელია საინტერესო ადამიანების გაცნობა, – მოუსმინეთ შემთხვევით მიღებულ რჩევებს. ცხოვრება ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. მეგობრებთან საუბარში მათზე დიდ ზეწოლას ნუ მოახდენთ. შუა კვირაში საყვარელ ადამიანებს თქვენი დახმარება განსაკუთრებით დასჭირდებათ, ეცადეთ, არ უგულებელყოთ ისინი. ხუთშაბათს მოგიწევთ აღიაროთ, რომ ჩვეულებრივზე ოდნავ უკეთ უნდა იმუშაოთ, თუ გსურთ პრობლემებისგან თავის დაღწევა და წარმატებები ცხოვრებაში. დაეყრდენით საკუთარ თავს და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 6.

სასწორი

ამ კვირაში ბევრი საქმიანი შეხვედრა, მივლინება, სიახლე გექნებათ. თქვენი განწყობა მკვეთრად გაუმჯობესდება, ტონუსი მოიმატებს და ბევრი ახალი გეგმა და იდეაც გექნებათ. კარგი პერიოდია ახალი პროექტებისა და ახალი ურთიერთობების დასაწყებად. თქვენი თანდაყოლილი დიპლომატიით, დარწმუნების უნარით შეგიძლიათ მშვიდობას და ჰარმონიას მიაღწიოთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას საქმიან და პირად საკითხებში, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. ამ პერიოდში განსაკუთრებით ფრთხილად და ტაქტიანი იყავით კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 5.

მორიელი

ამ კვირაში შესანიშნავი განწყობითა და სურვილებით შემოხვალთ. აქედან გამომდინარე, მთავარი ამოცანა ამ განწყობის შენარჩუნება იქნება. იმისათვის, რომ იგრძნოთ კმაყოფილება ადამიანებთან კომუნიკაციისგან, უნდა შეამჩნიოთ და დააფასოთ ის, რაც სუფთა გულით კეთდება თქვენთვის. ეს კვირა კარგი პერიოდია მეგობრების რაოდენობის გასაზრდელად. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ შეწყვიტოთ ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვინც დიდი ხანია გაწუხებთ და ნდობა დაკარგეთ.

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 2.

მშვილდოსანი

ამ კვირაში, დიდი ალბათობით, ძალიან კმაყოფილი იქნებით ახლობელი ადამიანებით, შესაძლოა თქვენი შვილებით. არ არის გამორიცხული მცირე სასიამოვნო სიურპრიზები, რომლებიც დადებით ემოციებს შეგამატებთ. ეს გახდება სტიმული მაქსიმალურად ეფექტურად დაამტკიცოთ საკუთარი თავი პროფესიონალურ ფრონტზე, თუმცა შეეცადეთ ორშაბათს ახალი საქმეები არ დაიწყოთ, უმჯობესი იქნება ძველი დაასრულოთ და მოულოდნელობისთვის მოემზადოთ. შრომისმოყვარეობის, ცოდნისა და იღბლის ერთობლიობა საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ ნებისმიერ მიზანს და აღმოაჩინოთ ახალი ჰორიზონტები.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 5.

თხის რქა

შეეცადეთ ამ კვირაში მაინც განიტვირთოთ ზედმეტი საქმეებისგან. დროა შვებულებაში წახვიდეთ და საყვარელი ადამიანებიც თან წაიყვანოთ. ოთხშაბათს ყველა ძალა უნდა გამოიყენოთ ძველი პრობლემების გადასაჭრელად, დაუკავშირდით მეგობრებს, ისინი მზად იქნებიან მხარში ამოგიდგნენ და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს. შაბათ-კვირას შეეცადეთ ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე კვირის შემდეგ სათანადო დასვენების სურვილმა შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 6.

მერწყული

პლანეტები გპირდებიან, რომ ამ კვირაში საკმარისი ენერგია გექნებათ, განახორციელოთ თქვენი ყველა გეგმა პირად თუ პროფესიულ ფრონტზე. გახსოვდეთ, რომ „ჭიქა ნახევრად სავსეა“, აიღეთ ინიციატივა პროფესიულ საქმეებში, არ დაელოდოთ სანამ ყველაფერი საუკეთესო სხვებს გადაეცემა. ხუთშაბათს გირჩევთ იყოთ ფხიზლად, გარკვეული სირთულეები გელოდებათ საოჯახო საქმეებში და ბავშვებთან ურთიერთობისას. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 1, 6.

არასასიკეთო დღე: 5.

თევზები

ეს კვირა, სავარაუდოდ, ფინანსური მდგომარეობის გაძლიერების დრო იქნება. სამსახურში საშუალება გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო მხარე, დადოთ მომგებიანი კონტრაქტები და გაზარდოთ შემოსავალი. ეს ყველაფერი თავდაჯერებულობას შეგმატებთ და შესანიშნავ განწყობას შეგიქმნით. საყვარელი ადამიანები დაგეხმარებიან ნებისმიერი გეგმის განხორციელებაში, რათა თქვენთან ერთად გაიხარონ თქვენი წარმატებებით.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 2.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close