კინო/ფილმებიკულტურა

ეროვნულ არქივში რესტავრირებული ქართული ფილმები იტალიაში საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრირებული ქართული ფილმები იტალიაში მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალზე, Lago Film Fest-ზეა წარდგენილი. ნფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

ქართველმა კინორეჟისორმა ალექსანდრე კობერიძემ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით რეტროსპექტივაზე წარადგინა ფილმები: კოტე მარჯანიშვილის „გოგი რატიანი“ (1927), სოსო ჩხაიძის „კოლხიდა“ (1967), ბიძინა რაჭველიშვილის „ხაბაზები“ (1970, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში), ბაადურ წულაძის „ფეოლა“ (1970), გოდერძი ჩოხელის „მეკვლე“ (1981, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში).

„ხაბაზებისა“ და „მეკვლეს“ ციფრული რესტავრაცია საქართველოს ეროვნულ არქივში ბოლო წლებში განხორციელდა.

მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი Lago Film Fest 22-30 ივლისს იმართება იტალიაში, რავინე ლაგოს კომუნაში (ვენეტოს რეგიონი), ვენეციასთან ახლოს. ქართული ფილმების რეტროსტექტივის ნაწილს ჰქვია „სასიყვარულო წერილი ქართულ კინოს ალექსანდრე კობერიძის კურატორობით“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close