მოგზაურობარას არ გაიგებ/ფაქტები

ამერიკელი ქალი American Airlines-ს თავისი 12 წლის შვილის დაკარგვაში ადანაშაულებს

ამერიკელი ქალი ავიაკომპანიას თავისი 12 წლის შვილის დაკარგვაში ადანაშაულებს დედა ამბობს, რომ American Airlines-მა მისი 12 წლის ქალიშვილი დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ მან ფრენის საფასური გადაიხადა. 

ბავშვი ტენესიდან მაიამიში მიფრინავდა. 39 წლის მონიკა გილიამს როდესაც ეგონა, რომ მისი ქალიშვილი, კიმბერი უსაფრთხოდ მიჰყავდათ ფრენაზე მამის მოსანახულებლად მაიამიში, American Airlines-ის მიერ 15 წლამდე ასაკის მგზავრებისთვის მოთხოვნილი მგზავრების სერვისით, დაურეკეს და უთხრეს, რომ ბავშვი დაკარგულია.

„ეს იყო American Airlines-ის მენეჯერი მაიამიში და მან მითხრა: თქვენი შვილი დაკარგულია, ჩვენ დავხურეთ ტერმინალი, არ ვიცით, სად არის. მე ვამბობდი: „როგორ დაკარგე ჩემი შვილი?“ – თქვა მან.

გილიამმა ახსნა, თუ როგორ გადაიხადა 150 დოლარის საფასური იმ სერვისის გამოყენებისთვის, რომელიც American Airlines-ის ვებსაიტზეა განთავსებული, რომლის თანახმად, კლიენტები ვალდებულნი არიან გადაიხადონ 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების მარტო ფრენისას. ამ პროგრამით სარგებლობის დროს, თვითმფრინავში ზედამხედველი პირი ვალდებულია, ბავშვი მეურვეს გადასცეს და არ დატოვოს მარტო, სანამ მას ზრდასრული არ მიაკითხავს.

ქალი ამბობს, რომ მისი 12 წლის შვილი ბორტიდან მარტო გაუშვეს და მისი ბედით აღარ დაინტერესდნენ. „ჩემი შვილი, უბრალოდ, გააუშვეს“, – თქვა ქალმა და აღნიშნა, რომ მაიამი, სადაც მისი ქალიშვილი მარტო ჩაფრინდა წარწერით „მარტო მყოფი არასრულწლოვანი“, ადამიანებით ვაჭრობის ცნობილი ცენტრია.

საბოლოოდ ბავშვმა შეძლო მამასთან დაკავშირება Facetime-ის საშუალებით, რომელიც შემდეგ თავის მცირეწლოვან შვილს ნავიგაციაში დაეხმარა.

ქალმა ვიდეო სოციალურ ქსელ Tik-Tok-ში გამოაქვეყნა და მას ათასობით გამოხმაურება აქვს.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close