ქართული კინოს კიდევ ერთი ევროპული გამარჯვება – კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქალმა მსახიობებმა გვასახელეს
კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის მთავარი პრიზი ორ ქართველ მსახიობს, თაკი მუმლაძეს და მარიამ ხუნდაძეს, გადაეცა ფილმში „ჩემი ოთახი“ თინას და მეგის როლების შესრულებისთვის.
ახალი მხატვრული ფილმი პანდემიის პერიოდს და, მასთან ერთად, ორი ახალგაზრდა გოგონას ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს.
ფილში მოთხრობილია 24 წლის თინას ისტორია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი პროვინციიდანაა. ოჯახისთვის მიუღებელი საქციელის გამო მას მოუწევს ოჯახიდან წამოვიდეს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს. თინა დედაქალაქში ჩამოდის, ქირაობს ოთახს საზიარო ბინაში მისსავე ასაკის გოგონასთან ერთად, რომელსაც თინასგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვს.
„ჩემი ოთახის“ რეჟისორია იოსებ (სოსო) ბლიაძე, სცენარის ავტორიც თავადაა, ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ თაკი მუმლაძესთან ერთად.
ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები