ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება
სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ კონცერტი გამართა (ვიდეო)
ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა.
კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.
საქართველის საპატრიარქო გუნდის კონცერტი წმინდა საყდარში გასულ წელს საქართველის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას რომის პაპთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. ქართველებმა „სიქსტის კაპელაში“ პირველად იმღერეს. გუნდმა ქართული საგალობლები შეასრულა.
კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ვიდეოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.
კომენტარები