ჯანმრთელობარჩევები

როგორ მოვიხსნათ ძლიერი სტრესი 15 წუთში: ხუთი მარტივი ხერხი

დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს მუდმივი ნერვული დაძაბულობის რეჟიმში. ამის მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, მაგრამ შედეგი ერთია – ქრონიკული სტრესი, რომელიც უკიდურესად საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

სპეციალისტების თქმით, გულთან, წნევასთან და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება სულ რაღაც 15 წუთში შეიძლება – მარტივი ვარჯიშებით.

1. ხელების წრიული ბრუნვა — დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე დადგით. გაშალეთ ხელები და გააკეთეთ წრიული მოძრაობები ჯერ ერთი მიმართულებით, შემდეგ საპირისპირო მიმართულებით. საკმარისია ხუთი გამეორება.

2. დახრები — წინ, გვერდზე და უკან გადახრები დაგეხმარებათ ზურგის მოდუნებაში ხანგრძლივი წოლის, ან ჯდომის შემდეგ. ამავდროულად, სისხლის მიმოქცევასაც გაგიუმჯობესებთ, რაც გუნების გამოკეთებაში დაგეხმარებათ.

3. ჩაჯდომები — ვარჯიშის დროს ზურგი სწორად უნდა გეჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებთ. სხვათა შორის, ფიტნეს-ტრენერები ამბობენ, რომ დუნდულების ლამაზი რელიეფის ჩამოსაყალიბებლად ჩაჯდომებზე უფრო ეფექტური ვარჯიში არ არსებობს.

4. „მერცხალი“ — დადექით ცალ ფეხზე, მეორე კი განზე გაშალეთ. ეს შესანიშნავი ვარჯიშია კოორდინაციის განვითარებისთვის. ამავე დროს „მერცხალი“ დაგეხმარებათ საკუთარ გრძნობებზე კონცენტრირებაში. და ყველა ცუდი აზრი სწრაფად „აორთქლდება“ თავიდან.

5. ხტუნვა — მთავარი პირობაა: არ მოხაროთ ფეხები ხტომისას, ხოლო თავი და ზურგი სწორად გეჭიროთ. აუცილებელია 35-40 ნახტომის გაკეთება, შემდეგ მოკლე შესვენება და ვარჯიშის კიდევ ერთხელ გამეორება.

sputnik.georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close