მოგზაურობა

საქართველოდან გერმანიაში შესვლა კვლავ მხოლოდ, სულ მცირე, ორი დოზით აცრილებისთვის არის შესაძლებელი

საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ, სულ ცოტა, ორი დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ.

„გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე – 31 მაისს საქართველოში გერმანიის საელჩომ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამარტივებული წესი საქართველოს მოქალაქეებზეც ვრცელდებოდა და პირველი ივნისიდან გერმანიაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებსაც აღარ დასჭირდებოდათ არც აცრის სერტიფიკატი, არც ტესტის უარყოფითი პასუხი და არც კოვიდინფექციის გადატანის ცნობა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close