მსოფლიოპოლიტიკა

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ შტურმი დაიწყეს – შტურმის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა

რუსმა ოკუპანტებმა სამშაბათს, 3 მაისს, დილით„აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს. ამის შესახებ პოლკ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა („კალინა“) „უკრაინსკაია პრავდას“ უთხრა.

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ ეს ფაქტი დაადასტურა და ტვიტერზე შეტევის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

ანდრიუშენკოს ინფორმაციით, 3 მაისს ოკუპანტებმა მარიუპოლიდან 149 ადამიანი გაიყვანეს რუსეთში, მათ შორის, 22 ბავშვი. „ერთი მხრივ, ვხედავთ დღიურად დეპორტირებულთა რაოდენობის შემცირების  ტენდენციას, მეორე მხრივ – დეპორტაციის ტემპების შემცირების მიზეზი ფილტრაციის პროცესის გაძლიერებას უკავშირდება. უკომენტაროდ“, – განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.

ცნობისათვის: უკრაინაში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი მარიუპოლში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close