მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ ალინა კაბაევას წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაჩერა – „უოლ სტრიტ ჯორნალი“

ამერიკული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ონლაინ ვერსიის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონის, ალინა კაბაევასთვის სანქციების დაწესება შეაჩერა. WSJ ამ ინფორმაციას საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც სანქციების სიის შედგენაში მონაწილეობს, გამოცემასთან ამბობს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტთან  ურთიერთობის დაძაბვას მოერიდნენ, რადგან შიშობენ, რომ კაბაევასთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში პუტინის „პასუხი აგრესიული იქნება“.

ალინა კაბაევასა და პუტინის ურთიერთობებზე მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაციები არსებობს, რომლებიც მედიაში ვრცელდება. არსებობს ვარაუდი, რომ კაბაევა რუსეთის პრეზიდენტის, სულ ცოტა, სამი შვილის დედაა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად იგი შვილებთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება.

აშშ-მა სანქციების სიაში 6 აპრილს უკვე შეიყვანა პუტინის ორი შვილი პირველი ქორწინებიდან – კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა. სხვათა შორის, სწორედ ამ  ფაქტის შემდეგ კრემლმა პირველად აღიარა ოფიციალურად, რომ რომ ისინი პუტინის შვილები არიან: მეორე დღესვე, 7 აპრილს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ  რუსეთი აუცილებლად უპასუხებს „პუტინის ქალიშვილებისთვის დაწესებულ სანქციებს“ და ამას გააკეთებს ისე, როგორც „აუცილებლად ჩათვლის“.

აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის ინფორმაციით, პუტინის ქალიშვილებისთვის დაწესებული სანქციები სიმბოლური ჟესტია, რადგან რუსეთის ფარგლებს გარეთ მათი აქტივების შესახებ არაფერია ცნობილი.

პუტინის კიდევ ერთი სავარაუდო, ოფიციალურად არაღიარებული შვილის,18 წლის ელიზავეტა კრივონოგოვას დედას – სვეტლანა კრივონოგოვას სანქციები ჯერჯერობით არ შეხებია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close