მოდა/სილამაზე

რა ელოდებათ გალკინსა და პუგაჩოვას რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის აზრით – „ასეთი ადამიანები მხოლოდ გამოსაყენებელი და გადასაყრელი იარაღია“

სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა იაკოვ კედმიმ კომენტარი გააკეთა ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ისრაელში გამგზავრებაზე ომის დაწყების შემდეგ. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ყველა ვერ შეძლებს კარგად ცხოვრებას.

მედიის ცნობით, ალა პუგაჩოვა მაქსიმ გალკინთან და ბავშვებთან ერთად ისრაელში თვეზე მეტია, იმყოფება. იუმორისტი ამჟამად აქტიურად ემზადება მომავალი კონცერტებისთვის, მისი მეუღლე კი სანაპიროზე სეირნობით ტკბება.

ჟურნალისტების თქმით, ვარსკვლავები სანაპიროზე მდებარე ვილაში ცხოვრობენ. გაირკვა, რომ წყვილმა ისრაელი გალკინის ახლობლების გამო აირჩია.

სამხედრო ექსპერტმა იაკოვ კედმიმ აღნიშნა, რომ ისრაელში კომფორტულად იცხოვრებენ მხოლოდ ის ხელოვანები, რომლებმაც თან ბევრი ფული წაიღეს. მისი თქმით, კულტურისა და მენტალიტეტის სხვაობა კვალს ტოვებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრების დროს.

„ასეთი ადამიანები მხოლოდ გამოსაყენებელი და გადასაყრელი იარაღია. რამდენ კონცერტს გამართავენ პუგაჩოვა ან გალკინი ისრაელში? მათ აქვთ განსხვავებული კულტურა, განსხვავებული იუმორი, განსხვავებული პრობლემები, ისრაელში ისინი არავის აინტერესებს“, – დარწმუნებულია კედმი.

ომის დაწყების შემდეგ შოუბიზნესის არტისტების უმეტესობამ მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიას, მაგრამ არიან ისეთი ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც პუტინის აგრესიას ეწინააღმდეგებიან და ქვეყანა დატოვეს. რუსეთის ფედერაციიდან, ვარსკვლავები, ძირითადად, ლატვიაში, ესტონეთსა და ისრაელში მიდიან.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close