ქართველები უცხოეთშისპორტი

იტალიური კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბი „ნაპოლი“ საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობას ასრულებს.

გამოცემა წერს, რომ „ნაპოლი“ დიდი ხანია აკვირდება კვარაცხელიას და მათი თანამშრომლობის დაწყებამდე სულ ცოტაღა რჩება, უახლოესი რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება.

გამოცემის წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, რაც ყაზანურ „რუბინს“, სადაც კვარაცხელია 2019 წლიდან თამაშობდა, 10 მლნ ევროზე ცოტა მეტს მოუტანს.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონი ყაზანის „რუბინში“ დაიწყო. მარტის ბოლოს რუსულმა კლუბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელთან ხელშეკრულებას აჩერებს, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კვარაცხელიამ „რუბინთან“ ხელშეკრულება გაწყვიტ. იგი 25 მარტს საქართველოში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხვიჩამ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის – ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში პირველი მატჩი 2 აპრილს ითამაშა „თელავის“ წინააღმდეგ. კვარაცხელიას დამსახურებით ბათუმის სტადიონი, რომელიც 20 ათას კაცს იტევს, ლამის ბოლომდე იყო სავსე. მატჩი „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა 1:0, ბათუმური კლუბი ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი ნახევარმცველის ღირებულებას 16 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close