fbpx
ლეგალიზაცია და კანონმდებლობაპაატა სიმსივეს ბლოგისაბერძნეთი

საყურადღებო ინფორმაცია საბერძნეთში ბინადრობის უფლების მინიჭებასა და გადავადებასთან დაკავშირებით!

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი პაატა სიმსივე ბინადრობის ნებართვების მინიჭებასა და გადავადებასთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს.

1. ვისაც 2020 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა შეტანილი საბუთები ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე ან გადავადებაზე და მისი განცხადება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ჩაითვლება, რომ მათ კანონის ძალით მიენიჭათ ბინადრობის ნებართვა და მათი გადავადება შესაძლებელი იქნება 2022 წლის 30 ივნისამდე. შესაბამისად, ასეთ კატეგორიაში მყოფმა ადამიანებმა უნდა იზრუნონ კანონით გამოსული ბინადრობის ნებართვის გადავადებაზე. ეს არ ეხება ე. წ. „7-წლიანებს“.

2.  მათ, ვის ბინადრობის ნებართვებსაც ვადა გაუვიდა 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 მარტამდე, შეეძლებათ, საბუთები 2022 წლის 30 ივნისამდე გადაავადონ. ეს ცვლილება აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ ძალიან ბევრ იმიგრანტს, ვის ბინადრობის უფლებასაც ზემოაღნიშნულ პერიოდში გასდიოდა ვადა, ეგონა, რომ მისი საბუთიც ავტომატურად იყო გადავადებული. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ავტომატურად გადავადებულად არ ითვლება ბინადრობის უფლებები, რომლებსაც 31 მარტის შემდეგ გასდის ვადა და უნდა იზრუნოთ მათ დროულ გადავადებაზე.

3. ვისაც 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაუვიდა ვადა საბუთებზე, ითვლებოდა, რომ მათი ბინადრობის ნებართვა ძალაში იყო 2022 წლის 31 მარტამდე, ანუ დღემდე. ვინც ვერ მოასწარით ამ პერიოდში გადავადება, ჩემი თხოვნაა, რომ არ გააფუჭოთ საბუთები. ჯერ კიდევ არსებობს საშუალება, ბოლო შანსი, გარკვეული ჯარიმის გადახდით, გადაავადოთ საბუთები. ნუ გააფუჭებთ თქვენს ნებართვებს, რადგან მათი აღდგენა იქნება ძალიან რთული, ან საერთოდ შეუძლებელი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close