იტალიაპოლიტიკა

ჯუზეპე კონტე „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ თავმჯდომარედ ისევ აირჩიეს ხმათა 94,19%-ით

პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრებმა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. კონტეს სასარგებლოდ ხმა მისცა პარტიის 55 618-მა ხელმომწერმა, რაც ვალიდური ხმების 94,19%-ს უდრის. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

„5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრებმა თავმჯდომარის პოსტზე ისევ დამამტკიცეს ძლიერი და მკაფიო მითითებით. ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დიდი პასუხისმგებლობაცაა. ახლა მაღლა თავაწეულებმა კიდევ მეტი სიმამაცით და მტკიცედ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც უნდა შევცვალოთ“, – დაწერა ჯუზეპე კონტემ ტვიტერზე.

„დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა აჩვენებს, რომ „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ გაერთიანებას დიდი სურვილი აქვს, კონტესთან იმუშაოს, რომლის მიმართ ნდობა გამოცხადებულია მკაფიოდ და ნათლად. ეს ძლიერი პოლიტიკური სიგნალია. ახლა წინ უნდა ვიაროთ ჩვენი მოვალეობების შესასრულებლად, რომლებიც გველოდება მოქალაქეთა პრობლემების გადასაწყვეტად და გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც უნდა განხორციელდეს“, – ასეთი კომენტარი გააკეთა დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ, M5s-ის წევრმა რობერტო ფიკომ.

შეგახსენებთ, რომ პროფესიით იურისტი, უპარტიო ჯუზეპე კონტე სალვინის „ლიგამ“ და ლუიჯი დე მაიოს „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ 2018 წლის მარტის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნისას, 1-ელ ივნისს კომპრომისულ კანდიდატად აირჩიეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომელსაც იგი 2021 წლის 13 თებერვლამდე იკავებდა.

2021 წლის 6 აგვისტოს ჯუზეპე კონტე „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს ონლაინ კენჭისყრის შედეგად ხმათა 92,8%-ით (4 აგვისტოს „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების უმეტესობამ ინლაინ ხმის მიცემის გზით პლატფორმა SkyVote-ზე მხარი დაუჭირა კონტეს მიერ მომზადებულ შესწორებებს პარტიის წესდებაში).

2022 წლის 7 თებერვალს ნეაპოლის სასამართლომ შეაჩერა 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილებები „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წესდების შესწორებებთან დაკავშირებით და კონტეს თავმჯდომარედ არჩევა პარტიის იმ წევრების ჯგუფის სარჩელის განხილვის პერიოდში, რომლებიც კონტეს არ ეთანხმებოდნენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close